მალე! ლიდერ ქალთა საზოგადოების XII საქველმოქმედო & წარდგენის ღონისძიება

მალე! ლიდერ ქალთა საზოგადოების XII საქველმოქმედო & წარდგენის ღონისძიება

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, სადაც ვიზეიმებთ შთამაგონებელი ქალი ლიდერების მიღწევებს და აღვნიშნავთ ახალი წევრების შემოერთებას ჩვენს საზოგადოებაში!

⚠️ მნიშვნელოვანი: ღონისძიება არის დახურული! დაიშვებიან მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმრები და წინასწარ რეგისტრირებული პირები.

გვაქვს განსაკუთრებული სიამოვნება გაცნობოთ, რომ ჩვენს ერთგულ სტუმრებს ვთავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ შოუ-პროგრამას, რომელიც ნამდვილ რევოლუციას მოახდენს ქართულ ბაზაზე!

☄️რიგით მე12 წარდენის/საქველმოქმედო საღამოს მიზანია ძუძუს კიბოს პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერებისა და ქალთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება. ასევე, აღნიშნული თემის პოპულარიზაცია და საზოგადოების ყველა სფეროს ჩართულობა.

✨ ლიდერ ქალთა საზოგადოება მუდმივად ზრუნავს აღნიშნულ საკითხზე, რათა მეტი ქალი იყოს ინფორმირებული პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ამ დაავადებით გამოწვეული გართულებებისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

💗 წლევანდელ ღონისძიებებზე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქალების ჯანმრთელობის საკითხებს. ყველასათვის ცნობილი ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები წარმოადგენენ უახლეს კვლევებს და რეკომენდაციებს.

🌈 ეს იქნება არა უბრალოდ ღონისძიება, არამედ მომაჯადოებელი საღამო, რომელიც შოუ-პროგრამის უნიკალური ელემენტებით გაჯერებულ მოგონებად დაგრჩებათ. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თანამედროვე მუსიკის ვარსკვლავები.

🔗 ღონისძიებაზე ასევე გექნებათ შესაძლებლობა, შეიძინოთ ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალების “BUSINESS WOMEN MAGAZINE-ს” სხვადასხვა ტირაჟების კრებული. წლევანდელი სპეციალური გამოცემა ეძღვნება ქალ ლიდერებს. ჟურნალის შეძენით თქვენ ასევე შეიტანთ წვლილს ქალთა ჯანმრთელობის პროექტების დაფინანსებაში, რადგან გაყიდვებიდან შემოსული თანხის 30% მოხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამას საქართველოს რეგიონებში.

🌟 თქვენ გელით სრულიად ახალი ფორმატი, ინოვაციური კონცეფცია, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ არავის უნახავს – რადიკალური ცვლილებებით, მოულოდნელი სიურპრიზებითა და წარმოუდგენელი სიახლეებით სავსე გამოცდილება, რომელიც ნებისმიერ მაყურებელს მოტივაციით დატვირთავს!

💼 ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გამოფენა/გაყიდვა “ქალი მეწარმეები”, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ და შეიძინოთ წარმატებული მეწარმეების პროდუქციას. გამოფენა მოიცავს სხვადასხვა სფეროს – ხელნაკეთი სამკაულები, ნატურალური კოსმეტიკა, ორგანული საკვები პროდუქტები, თანამედროვე ხელოვნება და სხვა.

🌍 ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო სტუმრები – წარმატებული ქალი ლიდერები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვას რეგიონში ქალთა ლიდერობის განვითარების შესახებ.

🤝 22 ივნისს თქვენ გელოდებათ:

• შთამაგონებელი წარმატების ისტორიები რეალური გამოცდილებით

• ქალბატონების წარდგენის გრანდიოზული ცერემონიალი

• ფასდაუდებელი გამოცდილების გაზიარება პროფესიონალებისგან

• პროფესიული კონტაქტების დამყარება წამყვან დარგის სპეციალისტებთან

• გამორჩეული სტუმრები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან

• ინოვაციური იდეების და გამბედაობის ზეიმი

• ნეთვორქინგის ინტერაქტიული სესია მენტორებთან

• გამოფენა-გაყიდვა “ქალი მეწარმეები”

• მუსიკალური წარმოდგენები

• ფოტო-ზონები პროფესიონალი ფოტოგრაფებით

 

ჩვენი წარდგენის ღონისძიება ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა ქალი ლიდერებისთვის, სადაც ისინი იზიარებენ გამოცდილებას, ამყარებენ კავშირებს და განიხილავენ თანამედროვე გამოწვევებს. გასულმა ღონისძიებამ გააერთიანა 200-ზე მეტი წარმატებული ქალი სხვადასხვა სფეროდან.

თუ ჩვენს შესახებ ჯერ კიდევ არ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

🔗 https://linktr.ee/leader_women_society

 

📅 ღონისძიების დეტალები:

📍 დრო: 22 ივნისი, სასტუმრო შერატონი, თელავის ქ. 20

რეგისტრაციის დასაწყისი 16:00

ღონისძიების დასაწყისი 17:00

ღონისძიების დასასრული 20:00

📍 მოსვლისა და რეგისტრაციის პროცესი – სტუმრების მიღება და მისასალმებელი გარემოს შექმნა

🤝 ლიდერ ქალთა საზოგადოების გაცნობა & ორგანიზაციის მისიისა და ღირებულებების წარდგენა

🎤 სიტყვით გამოსვლები ლიდერი ქალების, მოწვეული სპიკერებისა და მხარდამჭერებისგან

💃 ონკო პაციენტების დეფილე – ინსპირაციული მომენტი – გამბედავი ქალების სილამაზის ჩვენება

🌟 ორგანიზაციის ახალ წევრთა გაცნობა – ახალი სახეების წარდგენა საზოგადოებისთვის

🎶 მუსიკალური ნომრები, მოწვეული შემსრულებლების გამოსვლა

🧠 ფსიქოლოგების სიტყვით გამოსვლები, მხარდაჭერის მნიშვნელობა და ემოციური გამყარება

📝 ღონისძიების შეჯამება – დასკვნითი სიტყვა, მადლობები და სამომავლო გეგმების წარდგენა

🎂 ტორტის გაჭრის ცერემონია – საზეიმო დასასრული – ტკბილი მომენტი ყველასთვის

 

⚠️ გთხოვთ გაითვალისწინოთ: ღონისძიების პროგრამა ავტომატურად ჩაირთვება დაგეგმილ დროზე და მისი გადადება შეუძლებელია. დაგვიანების შემთხვევაში ვერ შეძლებთ ღონისძიებაში მონაწილეობას.

 

🔒 დაშვების პოლიტიკა – ღონისძიება არის დახურული და დაიშვებიან მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმრები. დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ შემდეგ პირებს:

  • ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრები
  • ბიდისი აკადემიის სტუდენტები
  • ნათია შათირიშვილის სტუმრები
  • ვაკო ყორღანაშვილის სტუმრები
  • პირები, რომლებსაც აქვთ სპეციალური მოსაწვევი ან შეძენილი ბილეთი
 
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა სხვა პირი, ვინც არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, ვერ დაესწრება ღონისძიებას მოსაწვევის ან ბილეთის გარეშე.
 

🎫 გარეშე პირებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთების შეძენა

• ბილეთების ფასები: 50 ლარი / 70 ლარი / 100 ლარი / 150 ლარი

• სტუმარს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი ღირებულების ბილეთი

• ბილეთების შეძენით მიღებული თანხა მოხმარდება ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯებს

• ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე.

 

👥 რეგისტრაცია და უსაფრთხოების პროცედურები

• ღონისძიებაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც იქნება წინასწარ დარეგისტრირებული.

• უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებიდან და ღონისძიების პროტოკოლიდან გამომდინარე, ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, პირი გაივლის ფიზიკურ შემოწმებას დაცვასთან. დასწრებამდე მოხდება დამსწრე პირის როგორც ფიზიკური, ასევე ვიზუალური შემოწმება-იდენტიფიცირება (საჭიროების შემთხვევაში ჩხრეკა)

• პირი, რომელსაც არ ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დოკუმენტის ფოტო, ვერ გაივლის ავტორიზაციას, შესაბამისად ვერ დაესწრება ღონისძიებას.

• ღონისძიებაზე დასაშვები ასაკი: 18+ (არასრულწლოვნები ვერ დაესწრებიან)

 

👗 დრესკოდი

• კლასიკური სტილი/კონკრეტული ფერი არ არის განსაზღვრული ღონისძიებისთვის

 

❤️ საქველმოქმედო ელემენტი

• სარეგისტრაციო მაგიდასთან სტუმრებს დახვდებათ ბიდისი აკადემიის სტუდენტების მიერ დამზადებული ონკო პაციენტების თემატიკისადმი მიძღვნილი გულსაბნევი, რომლის შეძენა სასურველია, ღირებულება კი სიმბოლურია, რომლის თანხა მთლიანად მოხმარდება ონკოლოგიური პაციენტების დახმარებას.

 

🥂 ღონისძიების დასასრულს გაიმართება ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალი და შეჯამება.

👥 XII წარდგენის ღონისძიებაზე რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდება ფოტო/ვიდეო გადაღება და მასალის განთავსება ორგანიზაციის საჭიროებისამებრ, იქნება ეს სოციალური ქსელები, ბეჭდური მედია, ორგანიზაციის ვებგვერდი, მარკეტინგული მასალები თუ სხვა საკომუნიკაციო არხები;   

CATEGORIES
Share This