მამის ლექსზე ატირებული მომღერალი
მამის ლექსზე ატირებული მომღერალი
მსოფლიო დონის ბარიტონის დავით ღვინიანიძისა და ამერიკული მხარის მიერ ფილადელფიაში გახსნილი მეგაცენტრის „დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის“ გახსნით გახარებულმა და აღფრთოვანებულმა მამამ – თემურ ღვინიანიძემ – შვილს ლექსი ექსპრომტად მიუძღვნა:
„როხის ჩიხში, ღელის პირას, ძელშავს ეტყვის აკაცია:
აქ რომ ბიჭუნა დარბოდა, ეხლა ნეტა რა კაცია?
არ დაიბნა ძელშავი და უპასუხა აკაციას:
მუსიკის და ღმერთის მადლით, ნიჭიერთა ძმაკაცია!“
მადლობა, მამა! – ასე უპასუხა მადლიერმა და თვალზე ცრემლმომდგარმა მომღერალმა მამის გამოხმაურებას.
CATEGORIES სხვა