მარიამ კუკუნაშვილი თეა წულუკიანს უჩივის

მარიამ კუკუნაშვილი თეა წულუკიანს უჩივის

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი თე წულუკიაანის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. რომლის შესახებაც პოსტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. რეალინფო უცვლელად გთავაზობთ კუკუნაშვილის პოსტს.

,,ესეიგი თეა წულუკიანზე სარჩელი ხომ შემაქვს, ემბრიონების გაყინვა 10 წლით რომ შეზღუდა ( და კიდევ სხვა მრავალი ნონსენსი)ხოდა სარჩელის შეტანამდე მოვითხოვეთ განმარტებითი ბარათი, რა უდევს საფუძვლად მის გადაწყვეტილებებს. განმარტებით ბარათი მივიღეთ და წერია, რომ იმიტომ ზღუდავს გაყინვას 10 წელზე მეტი დროით, რომ მერე ემბრიონები გაფუჭდება … არადა აზოტში მინუს 180 გრადუსზე მოთავსებული ემბრიონები საუკუნეები რომ იყოს შენახული, არ ფუჭდება . მაგრამ თეამ არც დაგუგლა, არც რაიმე კვლევას გაეცნო, არც რომელიმე ექიმს ჰკითხა…უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ემბრიონები ფუჭდება არა 9 წელში, არა 11 წელში, არამედ ზუსტად 10 წელიწადში….

ტიკარაძის ზიარების კოვზით ვირუსის გადაცემის კვლევის მონაცემების არარსებობისა არ იყოს, წულუკიანსაც საკუთარი ,, მეცნიერული,, კვლევები აქვს და მერე რა თუ მეცნიერების ანაბანასთანაც არ არის ეს ყველაფერი ახლოს. აი ასეთი უნიჭო და უვიცი ხალხი იღებს გადაწვეტილებებს ამ ქვეყანაში…..“

CATEGORIES
TAGS
Share This