მარნეულელ კორონა ვირუსით ინფიცირებულს  89 ზე მეტი კონტაქტი  ქონდა

მარნეულელ კორონა ვირუსით ინფიცირებულს 89 ზე მეტი კონტაქტი ქონდა

ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია დამალა

ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია დამალა.

“ფორმულასთან” საუბარში „ავერსის“ კლინიკის დირექტორი ლელა კიწმარიშვილი ამბობს, რომ უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან და დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში. მისი თქმით ეს ამბავი შემთხვევით გაირკვა.

“არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი პაციენტთან გამოხატული არ იყო. ასევე უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა.  კლინიკაში უკვე კარგა ხანია, არის კარანტინი და არანაირი მიმოსვლა პაციენტებთან არ ხდება. ამის შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი”, – აღნიშნა კიწმარიშვილმა.მისი თქმით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დაძმიმდა და ის თბილისში გადაჰყავთ.

22 მარტის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.

 

CATEGORIES
TAGS
Share This