მეტი ყურადღება გაამახვილეთ არალეგალ ქართველებზე მათ ეხლა სჭირდებათ ხელუსუფლების დახმარება – ემიგრანტთა სახლის განცხადება

მეტი ყურადღება გაამახვილეთ არალეგალ ქართველებზე მათ ეხლა სჭირდებათ ხელუსუფლების დახმარება – ემიგრანტთა სახლის განცხადება

მსოფლიო დღეს ახალ ვირუს კორონას ებრძვის, რომლის პირველი შემთხვევა ჩინეთში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა, სწორედ ამ პროვიციიდან დაიწყო ეპიდ აფეთქება და მთელ მსოფლიოს მოედო, მათ შორისა საქართველოც.   დღეს საქართველოში 40 დადასტურებული შემთხვევაა და1500 მდე პაციენტი კარანტინშია მოქცეული. საქართველოს მთავრობამ სხვა საჯირო ღონისძიებებთან ერთად უცხოეთში მყოფი ქართველებსაც დაეხმარა საქართველოში დაბრუნებაზე. თუმცა მედია აქტიურად ავრცელებს განცხადებებს ემიგრანტბის  ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე, სწორედ ამიტომ ემიგრანტთა სახლი სოეციალურ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართვას ფეისბუქ გვერდიდან მიმართავს. relinfo.ge ამ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

ემიგრანტთა სახლს საქართველოში იურისტი ნათია შათირიშვილი ხელმძღვანელობს.

ემიგრანტთა სახლი: ,,ემიგრანტთა სახლი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების დროული დახმარებისთვის, ასევე მოუწოდებს მათ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქართველი ემიგრანტები შექმნილი სასაზღვრო კოლაფსის გამო ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუბნებას შეისწავლოს აღნიშნული მოცემულება და ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში დაეხმაროს მათ. ამასთან ემიგრანტთა სახლი მოუწოდებს მედიას დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რეიტინგის გამო ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ მდგომარეობას და ნუ გააღვივებენ საზოგადოებაში კორონა ვირუსთან დაკავშირებულ პანიკას, თითქოს და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებას. ემიგრანტთა სახლი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ არალეგალ ქართველებზე, რომლებიც შესაძლოა შექმნილი ვითარების გამო ნამდვილად აღმოჩნდნენ დაუცველ მდგომარეობაში.
ემიგრანტთა სახლი მოუწოდებს ყველა არალეგალ ქართველს გამოიჩინონ საკუთარი თავების მიმართ უფრო მეტი ყურადღება და დასახმარებლად მიმართონ იმ ქვეყნებში საქართველოს საელჩოებს რომლებშიც იმყოფებიან.” პატივისცემით ემიგრანტთა სახლის დამფუძნებელი ნ. შათირიშვილი.

CATEGORIES
TAGS
Share This