,,მთავარია, იარო ილიას გზით, ეს გზა კი სიმართლის და სამართლის გზაა“ – პაატა შავაძე პერსონა 2020 – ის ტიტულს მიიღებს
,,არ ვიცი, როგორ ვიცხოვრე, რას მივაღწიე და რას ვერ მივაღწიე, თუმცა ფაქტი ერთია…არასოდეს, უშრომლად არაფრისთვის არ მიმიღწევია” – ეს სიტყვები ცნობილმა ადოკატმა პაატა შავაძემ ჩვენთან ინტერვიუს დროს სთქვა. უარავი ღირსების და ჯილდოს მფლობელი ადვოკატი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატია, პაატა შავაძე წლებია ხმალამორებული იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის და სწორედ ამიტომ იგი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 – ის ტიტულს ამ მიმართულებით მიიღებს. რეალინფომ ცნობილ ადვოატს რამოდენიმე ითხვა დაუსვა.
რას ნიშნავს თქვენთვის ადვოკატის პროფესია?
დავიწყოთ იქედან, რომ მე იურისტი ვარ და ჩემთვის პირველ ყოვლისა, ეს არის მთელი ცხოვრება, ამაყი ვარ იმით, რომ იურისტის პროფესიას ვეზიარე და მით უფრო ამაყი ვარ, როდესაც ადვოკატი მქვია..ეს არის ყველაფერი ჩემთვის..დაიცვა ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები და გერქვას უფლებადამცველი, ეს უკვე უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჯეროვანი გათავისებაც სჭირდება…
იურისტობა და ადვოკატის პროფესია ჩემთვის მთელი ცხოვრებაა..
რომელი უფრო საინტერესოა თქვენთვის დაზარალებულის დაცვა თუ ბრალდებულის?
იცავდე ადამიანის უფლებას და იყო მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ეს არის თავის მხრივ, უაღრესად საპატიო და საპატიო მისიის აღსრულება, მნიშვნელობა არ აქვს ამას ის დაზარალებულია თუ ბრალდებული, ჩემთვის ის პირველ ყოვლისა ადამიანია და ერთნაირი გულისხმიერებით ვეკიდები ყოველთვის უფლებების დაცვას. თუმცა, ალბათ დამეთანხმებიან ჩემი კოლეგებიც, რომ ბრალდებულის კანონიერი ინტერესების დაცვა უფრო საინტერესო და მომხიბლველია, მთელი თავისი ეტაპებით, იურიდიული ბუნებით. როდესაც საქმეს ვღებულობ წარმოებაში, და როცა ხელში გიპყრია დაცვის მთელი სადავეები, როდესაც შენ ხარ შენი საქმის უფროსი და ვერავინ გაბედავს შემაშინოს და დამავერბოვკოს, დაისახავ სწორ სტრატეგიას და ზუსტად განსაზღვრავ თუ რა გჭირდება იმისათვის, რომ შენი დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლო, ეს უკვე სულ სხვა ადრენალინია…მაგიჟებს ეს…ჭკუას მაკარგვინებს..
როგორი შეგრძნებაა , როცა საქმეს იგებთ?
ოო, ამის ენით გადმოცემას ალბათ ვერასდროს შევძლებ პირადად, რამდენჯერ მინატრია, თუნდ მოვკვდე იმ წუთს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ და ყურში ჩამესმოდეს მოსამართლის ომახიანი ხმა-„ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს“…ამ სიტყვების გაგონება ალბათ, ყველა ნამდვილი ადვოკატისათვის სანუკვარია და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ხშირად, გამართლებულზე მეტად მახარებს საქმეზე წარმატებული შედეგი. ცაში ვფრენ, იმ დღეს ყველაზე მეტად მიხარია სიცოცხლე და ცხოვრება..თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა განცდაა, ამის შინაგანი განცდის უნარებს გამომუშავება სჭირდება და ამას , მხოლოდ ასობით თავზე დათენებული ღამე მოგცემს. ბედნიერებაა, როცა ტიტანური შრომა გიფასდება, ამაყი ხარ, როცა კიდევ ერთ ადამიანს აჩუქე თავისუფლება და მიეცი ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი, აღუდგინე დარღვეული უფლებები და თავისუფლებები.. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გიცხადებს დარბაზში და შემდეგ ჩემს ქება-დიდებაზე გადადის, როცა დარბაზში საჯაროდ აცხადებს, რომ ეს შედეგი ადვოკატის ტიტანურმა შრომამ მოიტანაო..მეორედ ვიბადები..ასეთი შემთხვევები ხშირი მაქვს..
როგორ ფიქრობთ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო?
დამოუკიდებელი სასამართლო ეს შემოქმედებითად მოღვაწე მოსამართლე და მისი თავისუფლებაა…მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არა სინდისისა და ნამუსისაგან დამოუკიდებელი და თავისუფალი, არამედ ზეგარდმო ძალებისაგან..მას უნდა მიეცეს საშუალება გადაწყვეტილება თავისი შინაგანი რწმენითა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღოს და არა ვიღაცის ნება-სურვილით, ბრძანებებითა თუ ზეწოლით.
მოსამართლე თუ მშიშარაა , ის ვერასდროს იქნება სამართლიანი და ობიექტური, კანონისა და სამართლის გარდა, მისი ყურადღება არავისკენ და არაფრისაკენ არ უნდა იყოს მიმართული..სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრად ბევრი გვყავს სასამართლო ხელისუფლების რეალობაში ასეთები, მანტიებს ამოფარებული ფლიდი არსებებები, რომლებმაც ვერ მოიშალეს „მონობის უღელ ქვეშ“ ყოფნა…ეს უკვე მარაზმია..როდესაც ასეთ მოსამართლეებთან გვიწევს ურთიერთობა ადვოკატებს, რა თქმა უნდა ჩვენთვისაც დისკომფორტია ეს..აუტანელია..! ზოგს მიაჩნია რომ მანტია რომ მოისხა, ჩემზე ან ბევრ სხვაზე მეტს ფლობს ცოდნას…მე კი სულ ვამბობ..ჭკუა მანტიაში კი არა, ცოდნაშია…
რამდენად რთულია ადვოკატის პროფესია?
თუ ნამდვილად სწორად შეხვედი ამ პროფესიაში და თუ ნამდვილად მოწოდებით ხარ ადვოკატი, მაშინ ურთულესია ეს პროფესია..უამრავი უძილო ღამეა და უდიდესი პასუხისმგებლობაა..იცით? ასეთი შეგრძნება გამომიმუშავდა, როდესაც ბრალდებულთან ვმუშაობ, წარმოვიდგენ, რომ თითქოს დასტაქარი ვარ და ურთულეს ოპერაციას ვატარებ, წარმოვიდგენ, რომ მისი სიცოცხლე ჩემს ხელშია და ასეთი პასუხისმგებლობით ვეკიდები დაცვის განხორციელებას..ვცდილობ რომ „პაციენტი“ „საოპერაციო მაგიდაზე“ არ მომიკვდეს..როცა ვიმარჯვებ, გულში ვამბობ, რომ აი, კიდევ ერთი სიცოცხლე გადავარჩინე..თქო, ეს არის უბედნიერესი შეგრძნება..ქირურგივით გაოფლილი რომ გამოხვალ დარბაზიდან, გამარჯვებული, განა ამაზე დიდი ბედნიერება პროფესიონალმა შეიძლება განიცადო?
მე პროფესიონალი მქვია დღეს, თუმცა მუდამ ვფიქრობ და მაქვს იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ ვიცი და გამუდმებულად ვსწავლობ, სულ , დღე და ღამ ვმუშაობ საკუთარ თავზე რომ უფრო მეტად განვვითარდე, ამ შეგრძნებას თუ დაკარგავ, ვერასდროს წინ ვერ წახვალ. ზოგმა ადვოკატის პროფესია ერთი „სტაქანი ლუდის“ დალევის ფასად გაიხადა და მათთვის სულ ერთია რას და როგორ შეასრულებენ. მოიგებენ თუ წააგებენ საქმეს, მათთვის ერთი ფასი აქვს.. ასეთებს შარლატანებს ვეძახით და მათ ვეტყოდი, რომ უბრალოდ, გვარცხვენენ და სახელს გვიფუჭებენ კორპუსს..
როგორი გრძნობაა საზოგადოების მხრიდან აღიარება? რას გრძნობ როდესაც პოპულარული გქვია?
აღიარება და პოპულარობა რა თქმა უნდა მსიამოვნებს, მაგრამ ეს არის თავის მხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც მისით კი არა ჩემი მუხლჩაუხრელი, სადღეღამისო შრომის შედეგად მოვიდა.
49 წლის გავხდი, ვერ ვიტყვი, რომ პატარა ასაკია…როგორ ვიცხოვრე? მგონი ამაზე პასუხი საზოგადოებამ უფრო სწორად უნდა გასცეს, თუმცა ჩემზე კარგად ვინ იცის ეს? ექიმების ოჯახში დავიბადე და აღვიზარდე, ჩემი მშობლები პატარაობიდანვე მაჩვევდნენ შრომას, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევებს..მატერიალურად დუხჭირი ცხოვრება გვქონდა თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ, არასოდეს, ზედმეტი არაფერი მქონია…მეც და ჩემი ძმაც, კახაც, ისე აღვიზარდეთ, სკოლა ისე დავამთავრეთ, 1 მანეთზე მეტი, სკოლის მოსწავლეებს ჯიბეში არასოდეს გვედო, ისიც მაშინ, როცა 1 მაისი ან 7 ნოემბერი იყო, ვისაც ახსოვს ეს წლები, დამეთანხმება, სწორედ ამ დღეს ჩაგვიდებდა მამა ძმებს თითო მანეთს ჯიბეებში და უნდა გვეკმარა, ფენოვანი ხაჭაპურიც უნდა მიგვერთვა, ნაყინიც და ლაღიძის წყლებიც, ბულვარში გასართობადაც დაგვრჩებოდა თანხა… ასე ვიზრდებოდით ორივენი…
მამა მკაცრი მაგრამ სამართლიანი კაცი იყო, მის წინაშე შვილები ისე ვგრძნობდით თავს , როგორც ჯარისკაცები მხედართმთავრის მიმართ..დაბნელდებოდა თუ არა შინ უნდა ვყოფილიყავით, მშობლები ყოველთვის ინტერესდებოდნენ, თუ ვისთან ვმეგობრობდით, სად დავდიოდით, როგორი ცხოვრებით ვცხოვრობდით, როგორ ვსწავლობდით…ისინი ხშირად სტუმრობდნენ სკოლას.
სწორედ აღზრდის ასეთი მეთოდების კვალობაზე გამოვიწვრთენით, მივეჩვიეთ წესრიგსა და დისციპლინას, კულტურული ცხოვრების წესს, ზრდილობას, უფროსების დაფასებას და რაც მთავარია წესიერ ადამიანურ ცხოვრებას.
ჩემი ძმა კახა, ნაადრევად გამომეცალა ხელიდან, ვერაგმა დაავადებამ იმსხერპლა. კახა საოცრად დიდბუნოვანი, ალალ-მართალი ბიჭი იყო, ალბათ ვერ ვნახავთ ერთ ადამიანსაც ვერსად, რომელიც მასზედ განაწყენებული იყოს….მშვიდობიანი ცხოვრების წესით ცხოვრებას ვიყავით მიჩვეულები და ასე იცხოვრა მანაც…
სტუდენტობის წლები პრაქტიკულად არ შემრგებია, სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე სასწარაფო სამედიცინო ბრიგადის სანიტრად და ღამის სმენაში მიწევდა მუშაობდა, პარალელურად ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ვმუშაობდი..სანიტრად, იმ დროისათვის ჩემი ხელფასი 120 მანეთი იყო ორივე ადგილას და საკმარისი იყო იმისათვის, რომ მშობლები ყველა წვრილმანზე არ შემეწუხებინა. ასე იყო კახაც…
მერე სტუდენტობა…სტუდენტობის პარალელურად ასევე ვმუშაობდი, საუნივერსიტეტო ფერხულშიც კარგა გვარიანად ჩავები, 1- ლი კურსის სტუდენტს ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნობა მომანდეს, ერთ წელიწადში კი უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ მამწესებენ. დიდი წრთობა იყო, იმ დროისათვის, ჯერ პიონერული, ხოლო შემდეგ კი კომკავშირული ორგანიზაციები. ბევრი კარგის სწავლა იყო შესაძლებელი იქ..ახლანდელი ახალგაზრდები, რომ ქირქილით მოიხსენიებენ იმ დროს, ასეც არაა, უსაქმოდ ვერავინ გაჩერდებოდა და ყოველმხრივ ჩამოყალიბდებოდი ახალგაზრდა, თუ გულით მოინდომებდი ამას…
ჩემი ცხოვრება, არასდროს არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი, გათამამებულად არ ვიზრდებოდით, შრომის მოყვარეობა , ეს იყო უმთავრესი საზრუნავი, რაც მამას აინტერესებდა და რისკენაც იყო მიმართული მისი მთელი აღმზრდელობითი პროცესი…თუ რამ კარგი მაქვს მისი დამსახურებაცაა…სწორად გვზრდიდა შვილებს…არასდროს არ გვქონია კანონთან კონფლიქტი, არასდროს გვქონია ინტერესი, რომ ნარკოტიკული საშულებების თაობაზე რაიმე გვცოდნოდა, არათუ მოგვეხმარა.
ჩემი მშობლები, როგორც დედა, ისე მამა, პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, შრომის სიყვარული სწორედ მათგან შევითვისეთ…
არ ვიცი, როგორ ვიცხოვრე, რას მივაღწიე და რას ვერ მივაღწიე, თუმცა ფაქტი ერთია…არასოდეს, უშრომლად არაფრისთვის არ მიმიღწევია…25 წლისამ, წარმატებით დავიცავი დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში და მოვიპოვე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 25 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი თუ თანაავტორი გახლავრთ..წლების განმავლობაში ვემსახურე იურისტი კადრების აღზრდის საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეს. გახლდით ბათუმის იურიდიული აკადემიის ჯერ პრორექტორი, შემდეგ წლების განმავლობაში რექტორი და იურისტთა თაობები აღვზარდე…ვფიქრობ კარგად გამომდიოდა ეს საქმეც…ჩემი აღზრდილები დღეს არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ადვოკატები და ვინ მოთვლის კიდევ სად არ მუშაობენ…წარმატების ფორმულა სწორედ იქ იწერებოდა…მთელი ჩემი სიჭაბუკის წლები იქ ჩავხარჯე…თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ფუჭად…
ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ სწორად ვიცხოვრე, უშეცდომო არავინაა, რა თქმა უნდა, შეცდომები ბევრი მაქვს ცხოვრებაში დაშვებული, თუმცა, საბედისწერო შეცდომის დაშვების უფლება არ უნდა მისცე კაცმა შენს თავს…უნაკლოც არავინაა, ნაკლიც მაქვს, მაგრამ ნაკლის შეგრძნება როცა გაქვს, ეს უკვე მის აღმოფხვრაშიც დაგეხმარება.
მივაღწიე იმასაც, რომ 2005 წლიდან დღემდე საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და წლეები დამჭირდა იმისათვის, რომ პროფესონალ ადვოკატად შევმდგარვიყავი…(დღეს, რომ ყოველი მეორე ადვოკატად და უფლებადამცველად მოიხსენიებს თავს და უშრომლად, სურს წარმატების მიღწევა, ასე არაა, იყო პროფესიონალი ადვოკატი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მთელი შეგნებული ცხოვრება უნდა მიუძღვნა ამ პროფესიას და უნდა იწვოდე, ფანატიკურად უნდა იყო შეყვარებული შენს საქმეზე…ფულის სიყვარულით არ უნდა დაიწყო ადვოკატობა, გარდაუვალი კრახი გელის! მატერიალურ ძლიერებას მოგიტანს დაუღალავი შრომა და წარმატებული შედეგები! მთავარი ისაა, რომ მართალი ცხოვრებით იცხოვრო, სიმართლისათვის ბრძოლა გექცეს ცხოვრების წესად, მაშინ ხარ ნაღდი! თუმცა ეს რომ შეძლო ჯერ თავად უნდა იყო მართალი..
ჩემი რჩევაა ახალგაზრდა ადვოკატებისადმი, რომ რაც შეიძლება მეტად იყვნენ ორიენტირებულები შრომაზე, მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგია წარმატება…წარმატების გარეშე კი ადვოკატის პროფესია არ არსებობს..თუკი წარუმატებლობა გექცა ყოველდღიურობად, ესეიგი შენ არ ხარ ამ საქმისათვის დაბადებული! ადვოკატობა ხელოვნებაა, ხელოვნებისადმი მიდრეკილება და ნიჭი კი ღვთიური ძალითაა…წაგებულმა საქმემ უნდა ჩაგაფიქროს და იმ წაგების სიმწარემ უნდა გამოგწვრთნას! აცრემლებული მეც გამოვსულვარ დარბაზიდან, მაგრამ კი არ გავბოროტებულვარ, იმ ცრემლით უფრო მეტი მოვინდომე და შემდეგი საქმე წარმატებულად დავასრულე! მთავარია საკუთარი თავის შეგრძნების უნარი გაგაჩნდეს და რწმენა, იმისა, რომ შენ შეძლებ გადალახო სირთულეები, შედეგიც არ დააყოვნებს! )
როგორ ვახერხებ ამას და როგორი ადვოკატი ვარ, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს…
ყველაფერს, რასაც კი მივაღწიე, მივაღწიე საკუთარი შრომითა და გარჯით, უძილო ღამეებით. დღემდე არ ვინდობ თავს და მუხლჩაუხრელად ვიღწვი, შეგნებული მაქვს ის, რომ ტიტანური შრომისა და გარჯის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ…მემაყება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაჩუქე თავისუფლება, ძალიან ბევრ ადამიანს აღვუდგინე დარღვეული უფლებები, ძალიან ბევრს დავუბრუნე ხვალინდელი დღის იმედი და რაც მთავარია რწმენა..
აი,ასე ვცხოვრობ დღეს…
ჩემს მამაზე უფროსიც ვარ, მამა 48 წლის იყო რომ დამეღუპა…ახლაც მის კვალს მივყვები, მის დანაბარებს ვასრულებ და ამ შეგონებით ვაგრძელებ გზას, სანამ უფლის ნება იქნება….მთავარია, იარო ილიას გზით, ეს გზა კი სიმართლისა და სამართლის გზაა…ამ გზას არ უნდა ავცდეთ…ასე მინდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმაც.