მომაკვდინებელი კორონა ვირუსის ვიზუალური მხარე – როგორ გამოიყურება COVID-19 მიკროსკოპში
კორონავირუსმა, COVID-19-მა რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა თითქმის 1500 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვირუსი 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა და მას შემდეგ, მედიაში ფართოდ შუქდება.
მიკრობიოლოგები ცდილობენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. მათთვის სხვა უამრავ დეტალთან ერთად კარგადაა ცნობილი ვირუსის ვიზუალური მხარე. თუმცა, უმეტეს ჩვენგანს ალბათ არც გვინახავს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში ახალი კორონავირუსი.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) კლდოვანი მთების ლაბორატორია (RML), რომელიც ახალი კორონავირუსის მიკროსკოპულ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოზე ჩანს ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებულ ფოტოს შეცვლილი ფერებით, ვირუს COVID-19-ს ერთ-ერთ ამერიკელ პაციენტში. ვირუსები სურათზე ყვითლად ჩანს, ლურჯად და ვარდისფრად შეფერილი უჯრედის კედლის ზედაპირზე.
აღნიშნული სურათი კი ტრანსმისიურმა ელექტრონულმა მიკროსკოპმა გადაიღო ფოტოზე ჩანს ვირუსის ზედაპირიდან გამოშვერილი საცეცები, რომელთა გამოც ეწოდა კორონავირუსს ეს სახელი.
კორონავირუსის ოჯახის ვირუსები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებიან გენომით. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისგან შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ ადამიანების ინფიცირების თვალსაზრისით.