მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს კორონავირუსით ინფიცირება ემუქრება? – რას ვარაუდობს ჯანმო-ს მრჩეველი
მსოფლიოს მოსახლეობის ორი-მესამედი შესაძლოა კოროვირუსით COVID-19 დაინფიცირდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგ ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე. ლონჯინი ახორციელებდა კვლევებს, თუ როგორ ვრცელდება ჩინეთში ინფექცია.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა.
ლონგინის თქმით, მისი შეხედულები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს.
CATEGORIES მსოფლიო