ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნომერი პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
საქართველოს პირველი ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული. შსს-მ ის 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. ბრალდების მიხედვით 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის მხრიდან ძალადობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს , ომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს. მასდღესსასამართლომ ასიათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ბასილაშვილის ყოფილ ცოლს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის”.