ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება – ანი თავხელიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება – ანი თავხელიძე

ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს წარდგენილი ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ფორმულას სპორტსმენის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა ანა თავხელიძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

“ძალადობის სხვა ეპიზოდები დაემატა. სარჩელის ნაწილში ფაქტობრივად არაფერი იცვლება, ყველაზე მკაცრი სარჩელი, რაზეც თავდაპირველად აქვს ბრალი წარდგენილი გულისხმობს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საუბარია ძალადობის 5 ეპიზოდზე. 1 ეპიზოდზე ჰქონდა მანამდე წარდგენილი ბრალი და კიდევ 4 დაემატა. საუბარია 21 მაისის ინციდენტზე. დაემატა ფიზიკური ძალადობის 3 ინციდენტი და ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ეპიზოდი”, – ამბობს ანა თავხელიძე.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

CATEGORIES
TAGS
Share This