ნომინაციაში “გამორჩეული იურიდიული მომსახურება საინვესტიციო მიმართულებით – 2025’’ წარდგენილია თეა ზავადსკა

ნომინაციაში “გამორჩეული იურიდიული მომსახურება საინვესტიციო მიმართულებით – 2025’’ წარდგენილია თეა ზავადსკა

სამართალმცოდნე, სამი შვილის დედა და წარმატებული ბიზნესის მფლობელი – ეს ის სტატუსებია, რომლებიც მარია ხელაძის მრავალმხრივ და შთამბეჭდავ პროფესიულ გზას აღწერს. მისი კარიერა სამართლის სფეროში დაიწყო, სადაც პირველივე გამოწვევა სტაჟიორად მუშაობისას შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი გამოცდილება ჰქონდა და კოლეგებისგან სკეპტიკურ დამოკიდებულებას გრძნობდა, სასამართლო პროცესი მაინც მისი სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდა. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოუყალიბა პრინციპი, რომ “მთავარი შედეგია და არა ის, თუ ვის რა მოლოდინი აქვს”.

მარია ხელაძის პროფესიული გზა მრავალფეროვანი გამოცდილებით არის გამდიდრებული. მან სხვადასხვა კომპანიებთან ითანამშრომლა, რაც მას მრავალი დარგის საფუძვლიან ცოდნას სძენს. 2016 წელს იგი გახდა კომპანია “ჯი ემ ეს”-ის თანადამფუძნებელი, რომელიც უცხოელებისთვის საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურებას უწევს და მიზნად ისახავს, იყოს მათი გზამკვლევი საქართველოში. 2022 წელს კი მან დააფუძნა “ალმას ჰოლდინგი”, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს – იურიდიულ მომსახურებას, სამშენებლო-არქიტექტურულ საქმიანობას, სასწავლო-სატრენინგო ცენტრს, ტურისტულ მომსახურებას, უძრავი ქონების მართვას და აუდიტორულ მომსახურებას.

მის კარიერაში იყო პერიოდი, როდესაც მან პროფესიული საქმიანობა დროებით შეაჩერა შვილების აღზრდის გამო. თუმცა, ამ პერიოდში მან გააცნობიერა საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა და დაუბრუნდა სამართლის სფეროს, რათა პროფესიული გამოცდილება რეალიზებული ყოფილიყო. პანდემიის პერიოდში კი მან მიიღო რთული გადაწყვეტილება – დროებით შეეჩერებინა საქმიანობა, რადგან მიაჩნდა, რომ ვერ შეძლებდა სრულყოფილი მომსახურების გაწევას არსებული გარემოებების გამო.

მარია ხელაძის პროფესიული კრედოა “მაქსიმალური ჩართულობა საქმეში”, რაც მას საშუალებას აძლევს, მოლოდინზე უკეთესი შედეგები მიიღოს. იგი ყოველთვის ცდილობს, დამკვეთებს აუხსნას არა მხოლოდ შესაძლებლობები, არამედ წინ მდგარი სირთულეებიც და რეალობა. ამასთან, მისი მიზანია, დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში და თუ საჭიროა, მის მიერ დაფუძნებული კომპანია გვერდით დაუდგეს.

წარმატება მარიასთვის არ არის მხოლოდ მატერიალური მიღწევა – მისთვის ეს არის “სულიერი ზრდა”. იგი აქტიურად ცდილობს პროფესიულ განვითარებასთან ერთად, ოჯახის წევრებთან მჭიდრო ემოციური კავშირი შეინარჩუნოს და თავისუფალ დროს მათთან ერთად სახალისო და შემეცნებითი მოგზაურობები დაგეგმოს.

სამომავლო გეგმებში მარია ხელაძეს აქვს უცხოელებისთვის საბაზისო და პრაქტიკული სამართლის შესწავლის კურსის ჩამოყალიბება. მისი რჩევა დამწყებებისთვის მარტივი და ამავდროულად ღრმაა: “არ შეუშინდეთ წინაღობას, ყოველი ახალი გამოწვევა აქციეთ ახალ შანსად, რომ მიიღოთ მეტი ცოდნა”.

მარია ხელაძის პროფესიული გზა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წინაღობების გადალახვით და პროფესიული პრინციპების ერთგულებით მიაღწიო წარმატებას. მისი გამოცდილება გვასწავლის, რომ “შეუძლებელი არაფერია და თუ საკუთარი თავის იმედად ხარ, სხვა შენს გასაკეთებელს შენს მსგავსად ვერასდროს შეასრულებს”.

CATEGORIES
Share This