
ნომინაციაში “ესთეტიკური პროცედურების უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებისთვის – 2025’’ წარდგენილია ლელა ბუჩუკური
ლელა ბუჩუკური ესთეტიკოს კოსმეტოლოგია, რომელმაც სამედიცინო კარიერა ექთნად დაიწყო. დღეს მას 16 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ესთეტიკურ მედიცინაში. მან დაამთავრა ბდს აკადემია, გაიარა სკინ კოდის აკადემია, აქტიურად ესწრება მნიშვნელოვან კონფერენციებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. არის საქართველოს ესთეტიკური ასოციაცია გაიას წევრი.
მისი კარიერული გზა რთული იყო. ესთეტიკური მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, რომელიც სამედიცინო ცოდნას მოითხოვს. დასაწყისში გაუჭირდა – მოუწია დაუღალავი შრომა, გამოცდილების თანდათანობით დაგროვება. ბევრჯერ ეჭვი შეჰპარვია საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ არასოდეს დანებებულა. პაციენტების ნდობის მოპოვება დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან ინექციური პროცედურები დიდ პასუხისმგებლობას და სიზუსტეს მოითხოვს.
გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ინექციურ პროცედურებში მნიშვნელოვანი შედეგი დაინახა. პაციენტის თვალებში კმაყოფილება, თავდაჯერებულობის დაბრუნება და სარკეში საკუთარი ბედნიერი ანარეკლი იყო მისი მოტივაციის წყარო. ბუნებრივი და ჰარმონიული შედეგების შექმნა მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი გახდა.
2001 წელს გახსნა სალონი “ლემანი”, რაც მისი ერთ-ერთი დიდი გამარჯვება იყო. მისი შვილი დეა მისი შთაგონების წყაროა. ლელა ცდილობს სწორედ მისი შვილისთვის იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული და წარმატებული.
მიუხედავად მრავალი გამოწვევისა – მაღალი კონკურენცია, პაციენტების ნდობის მოპოვება, ბიზნესის მართვა – მან შეძლო კომფორტული სივრცის შექმნა, სადაც პაციენტები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ამისთვის საჭირო იყო უწყვეტი სწავლა, ინვესტიცია საკუთარ განვითარებაში და ძლიერი ნებისყოფა.
მისთვის ყოველი პაციენტი განსხვავებულია, შესაბამისად, არ არსებობს უნივერსალური მეთოდი. მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა პაციენტების ნდობა და კმაყოფილებაა. ის ცდილობს გაავრცელოს სწორი ინფორმაცია ესთეტიკური პროცედურების შესახებ, რათა ადამიანებმა გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ.
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ლელა ცდილობს შეინარჩუნოს სამუშაო-ცხოვრების ბალანსი. სწორად გეგმავს დროს, აწესებს პრიორიტეტებს – სამსახურში მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს, ხოლო ოჯახთან დროს მთლიანად დაუთმოს.
მომავლის გეგმები მოიცავს სალონის გაფართოებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას, პროფესიული გუნდის გაძლიერებას. ამზადებს საკუთარ საცხებს, რომლებსაც სურს პროფესიულ დონეზე მიხედოს.
მისი რჩევა დამწყებთათვის: არ შეეშინდეთ გამოწვევებს, იყვნენ ეთიკური და პატიოსნები. ეპაუზე კომუნიკაციაზე, გაითვალისწინონ პაციენტის სურვილები, აუხსნან რეალური შედეგები. მთავარია – მუდმივი სწავლა, განვითარება და გაუჩერებელი შრომა.
მისთვის წარმატება მხოლოდ ფინანსური სარგებელი არ არის. ის მოიაზრებს ყურადღებას, პატივისცემას, კმაყოფილ პაციენტებს, ბუნებრივ და უსაფრთხო შედეგებს, პროფესიულ კვალიფიკაციასა და მუდმივ ზრდას.