ნომინაციაში “ექსპერტ-იურისტი საიუველირო სფეროში-2024” წარდგენილია ანი კოშაძე
ანი კოშაძე პროფესიით გახლავთ იურისტი, გრაფიკული დიზაინერი და ძვირფასი საიუველირო ნაწარმის ლიცენზირებული ექსპერტი.
ანი ეცნობა ფართო საზოგადოებას, იგი გვიყვება თავისსა და თავისი საქმიანობის შესახებ.
„2019 წელს დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და ამავე წელს დავიწყე მუშაობა იურისტის დამახმარეთ ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორ კომპანია შპს „მასტერ თრეიდში“ მუშაობა, სადაც შემდეგ დავწინაურდი და გავხდი დამოუკიდებელი იურისტი, შემდეგ გადავედი მთავარ იურისტად განსხვავებული პროფილის კომპანიაში, რომლის მთავარი საქმიანობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა გახლდათ, შემდეგ იყო პოსტ მშობიარობის 1 წლიანი პაუზა, რომელიც დავუთმე ახალი პროფესიის შესწავლას და გავიარე გრაფიკული დიზაინის სრული კურსი სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ფოტოების დაედითება, ხატვა ილუსტრატორში, ვიდეოების მონტაჟი თუ UI/UX დიზაინი. ეს იყო ბავშვობის ინტერესი, რომლის დაკმაყოფილება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არასდროს მქონდა საკმარისი დრო. 2022 წელს დრო იყო დავბრუნებოდი ჩვეულ სამუშაო გარემოს, მაგრამ მოვლენები ისე გადანაწილდა, რომ მომიწია საოჯახო ბიზნესისთვის ამეწყო ფეხი, რაშიც გარკვეული ცოდნა უკვე მქონდა, რადგან მესამე თაობის წარმომადგენელი ვარ ძვირფასი საიუველირო ნაწარმის შექმნის და რეალიზების საქმიანობაში, შესაბამისად გადავწყვიტე არა მხოლოდ თაობათაშორისო და გადმოცემით ცოდნა, არამედ აკადემიური ცოდნაც შემემატებინა ჩემი თავისთვის, რათა გამეძლიერებინა უნარები, ამ მართლაც უდიდეს კონკურენტულ სამყაროში. შესაბამისად ავიღე სახელმწიფო სერტიფიკატი ძვირფასი ქვების ექსპერტად. ჩემდა გასაოცრად ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი და ეს ყველაფერი არაა, აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას ჩემ თავზე და საკვალიფიკაციო უნარებს გავიტან საერთაშორისო ასპარეზზეც. შემდეგი ნაბიჯი ბევრად უფრო დიდი, ხანგრძლივი და რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, ამიტომ სწავლა ჯერ კიდევ წინ არის. რაც შეეხება რას ვაკეთებ კონკრეტულად ახლა არის ის, რომ მაქვს ბიზნესი ძვირფასი საიუველირო მაღალი ხარისხის სამკაულების, ვახდენ მათ შესყიდვასა და რეალიზებას, ასევე ადამიანებს ვეხმარები ძვირადღირებული მათთვის სასურველი ნივთის მოძიებაში ან მათ გასხვისებაში, აი აქ უკვე მეხმარება ჩემი საექსპორტო ცოდნა. ნივთი უნდა წარმოადგენდეს მართლაც უმაღლესი ხარისხის ნაკეთობას და მართლაც იყოს ძვირადღირებული, შესაბამისად ადამიანები რომლებსაც გასაყიდი აქვთ ძალიან ძვირფასი, იშვიათი ნაკეთობები მომმართავენ, მე კი მათ ახალ პატრონებს ვუძებნი.“
საინტერესოა, ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში….
„ეს ზუსტად ის საქმიანობაა, სადაც ჩემი ქალად ყოფნა ძალიან მეხმარება, რადგან ზუსტად ვიცი, რა არის ტრენდული და რა უნდათ, რომ აჩუქონ საყვარელ ადამიანებმა, ან შეიძინონ საკუთარი თავისთვის, რათა ისედაც ბრწყინვალე ქალები კიდევ უფრო გაკაშკაშდნენ. ჩემი საქმიანობის საუკეთესო მომენტია გახარებული და კმაყოფილი ქალბატონების ხილვა გარიგების დასასრულს, ეს მართლა განსაკუთრებული მუხტი და ნაპერწკალია ასეთი ქალბატონების გვერდში ყოფნა ამ მომენტში, როცა ის ძალიან კმაყოფილია თავისი ახალი ბრჭყვიალა სამშვენისით. ასევე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე, მიყვარს ბრილიანტის როგორც ნაკეთობები, ასევე ადამიანები.“
ცხადია ანის ცხოვრებას სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია, საინტერესოა, თუ როგორ გაუმკლავდა იგი ცხოვრებისეულ გამომწვევებსა და სირთულეებს.
„რთული პერიოდი უამრავი იყო, რადგან იურისტი სწორედ სირთულეების გამოა საჭირო, ხოლო ამ სფეროში ყველაზე დიდი სირთულე გაბოროტებული და არმცოდნე ადამიანები არიან, ასევე მთავარი სირთულე ნდობის ფაქტორია, რადგან ქართულ საზოგადოებას აქვს ისეთი პერიოდი გამოვლილი, როდესაც ოქროს ნივთებს შეიძენდნენ და შემდეგ სრულიად არა ძვირფასი ლითონი შერჩებოდათ ხელში. საბედნიეროდ ახლა უამრავი ტექნიკაა შემოტანილი და არამხოლოდ კერძო ექსპერტები, არამედ განვითარებული ტექნოლოგიებიც ახდენენ ნივთის დეტალურ გამოკვლევას, შესაბამისად რისკები დაბალია. თუმცა, აქვე სხვა პრობლემა იჩენს თავს, შეიძლება ატყუებდნენ ადრე, მაგრამ მიჩვეულები იყვნენ, რომ ძალიან დაბალ ფასად ყიდულობდნენ და ზოგიერთი ახლაც ყიდულობს, ვითომდა ძვირფას ქვას, რომელიც საბოლოოდ ან შუშაა ან სინთეზური ქვა, ხოლო როდესაც შენ ცდილობ ნამდვილი ბუნებრივი ქვა შესთავაზო ჩარევების გარეშე, ფასში რა თქმა უნდა კოლოსალური განსხვავებაა, რის გამოც დიდი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევი.“
იგი მუდმივად განგრძობს წინსვლასა და განვითარებას, არასდროს წყვეტს ზრდასა და წინსვლას, კითხვაზე, თუ რას თვლიდა იგი თავისს მთავარ მიღწევას, პასუხი შემდეგია:
„მიღწევით არ ვიცი, რამე განსაკუთრებულისთვის არ მიმიღწევია, მაგრამ მადლობელი ვარ ჩემი თავის, რომ არასდროს ვჩერდები, მუდმივად შემდეგი საფეხური მაქვს და საბოლოოდ მაინც ვიპოვე რაღაც ადგილი, რომელშიც ამჟამად კომფორტულად ვგრძნობ თავს და ახლაც ვაგრძელებ სწავლას კიდევ უფრო მეტის მისაღებად.“
საინტერესოა, თუ რა მოსაზრებისაა ანი ქალის როლზე საზოგადოებაში, ასევე ის, თუ რა გავლენა იქონია მან საზოგადოებაზე
„ქალის როლი რა თქმა უნდა, რომ ძირითადი და საფუძველია ყველაფრის, ის თუ როგორი დედა, პარტნიორი ან მუშა ფუტკარი ხარ ისეთი აურა და გარემოა შენს ირგვლივ, ვერცერთი კაცი ვერ გაიზრდება კაცად ძლიერი და მოსიყვარულე დედის გარეშე.
ამპარტავნულად ვიტყვი, რომ ჩემი ქალბატონები ძალიან ამპარტავნები გახდნენ და არა დეტალურ ნაკეთობას უბრალოდ არ გაიკეთებენ. ამით ძალიან ამაყი ვარ და თან ვიცი, რომ ძალიან ქედმაღლურად გაიჟღერა. მეამაყება ის, რომ ძვირფასეულობის მოყვარულ ქალბატონებს ყოველთვის ვუზიარებ საექსპერტო ხრიკებს, თუ როგორ გაარჩიონ ნამდვილი ყალბისგან შეძლებისდაგვარად, რასაც თითქმის არავინ აკეთებს, მაგრამ მე მიყვარს და სულ წარმოვიდგენ ხოლმე თავიანთ საზოგადოებაში ან სამეგობროში როგორ საყვარლად შეავლებენ თვალს ნაკეთობებს და გარკვეულ დასკვნებს გააკეთებენ.”
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს, იგი ურჩევს:
„არავის აზრს არ ენდონ მათთან მიმართებაში, თავად იციან რა უნდათ და რა შეუძლიათ, შესაბამისად თუ მიზანი გაქვთ მიღწევის გზებსაც როგორმე მოძებნით.“