
ნომინაციაში “ვიზუალური ხელოვნების განვითარებაში გამორჩეული დამსახურებისთვის – 2025” წარდგენილია ნანა გაბელაია
ნანა გაბელაია არის ხელოვანი ქალბატონი, რომელიც მოღვაწეობს ესთეტიკისა და ხელოვნების სფეროში. ქალბატონ ნანა გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, ტექსტილის დიზაინის სპეციალობით, ღრმა ბავშვობიდან ქმნიდა ორიგინალურ სამოსს და აწყობდა გამოფენებს რაიონის მასშტაბით. მისი ხელთნაკეთი აქსესუარები ხშირად ხდებოდა ახლობლებისა და მეგობრების გახარების მიზეზი.
ნანას ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ოჯახის შექმნის შემდეგ მამამთილმა, თაზიკო ქოიავამ, საჩუქრად გადასცა სილამაზის სალონი. ასე აღმოჩნდა იგი მოულოდნელად ხელოვნების ერთი სფეროდან არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო სამყაროში.
ნანას შთაგონების წყარო დედაა, რომელსაც უდიდეს მადლობას უხდის ყველაფრისთვის და რომელიც აძლევს ძალას ყოველდღიური განვითარებისთვის. მისთვის, როგორც ბევრი ქალისთვის, საკმაოდ რთული იყო ოჯახისა და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ უნარებმა დაეხმარა დროის მენეჯმენტი სწორად გადაენაწილებინა და სახლშიც ისეთივე პროდუქტიული ყოფილიყო, როგორც სამსახურში.
ნანა თვლის, რომ ხელოვანი ადამიანის სული, ემოციური ინტელექტი და ემპათია არის ის უნარები, რაც ეხმარება ყოველთვის საუკეთესო შედეგით გაუშვას თითოეული ქალბატონი, რომელიც მის “ჯადოსნურ ხელებში” აღმოჩნდება.
იგი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებში, რითაც მისი მომხმარებლებიც თავს ბედნიერად გრძნობენ. ნანას სჯერა, რომ ბედნიერი და შემდგარი ქალი მის ირგვლივ ყველას და ყველაფერს ალამაზებს, რაც ერთი შეხედვითაც ჩანს და იგრძნობა. მისი აზრით, ბედნიერი ქალი საწინდარია ჯანსაღი მომავალი თაობისა და ქვეყნის ნათელი მომავლის.
თვითდისციპლინას ნანა მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რაც ეხმარება დააბალანსოს დღის განრიგი, იზრუნოს როგორც ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეზე, ისე მენტალურ კეთილდღეობაზე. მისი პროფესიული ეტალონია ქეთი კაკაბაძე, რომლის სემინარზე მოხვედრაც იყო უდიდესი სტიმული, რომ უფრო დახვეწილიყო და ყოველი ნამუშევარი წინაზე უკეთესი გამოსვლოდა.
როგორც სამი შვილის დედა,ის აღნიშნავს, რომ ქალებს ბევრად მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად კაცებისგან განსხვავებით, მაგრამ დღეს ამაყობს, რომ არ დანებდა და უკვე მის ზრდასრულ შვილებს ეამაყებათ შემდგარი და წარმატებული დედა.
მომავალში ნანას სურს ბავშვობის ოცნება აისრულოს და შექმნას საკუთარი მოდის სახლი, სადაც ქალბატონებს საშუალება ექნებათ გაილამაზონ ყოველდღიურობა მის მიერ შექმნილი ორიგინალური და ლამაზი სამოსით.
მისი რჩევა დამწყებთათვის არის: ყოველდღიურად თუნდაც ნახევარი ნაბიჯის გადადგმა მიზნების ასასრულებლად, რადგან ერთ წელიწადში ეს საკმაოდ დიდ შედეგებს იძლევა. ასევე ურჩევს ყველას ჩამოშორდნენ იმ ადამიანებს, ვისაც მათ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. ნანასთვის წარმატება არის სულიერი სიმშვიდე, საკუთარი თავის რწმენა ფინანსურ დამოუკიდებლობასთან ერთად.
იგი აღფრთოვანებულია ძლიერი ქალებით, რომელთაც ასაკის მიუხედავად არ განელებიათ ბავშვური სიხალისე, ცხოვრებისადმი ინტერესი და საკუთარი საქმის უანგარო სიყვარული. იგი ყველა ქალს უსურვებს, სანამ ამ ქვეყნად არიან, დათესონ ბევრი სიყვარული, რათა სამყარო ბევრად უკეთესი გახდეს მათ გარშემო.