ნომინაციაში ,,პროფესიონალი ლაზეროთერაპევტი -2023” წარდგენილია ქალბატონი მარიამ შალიკაძე

ნომინაციაში ,,პროფესიონალი ლაზეროთერაპევტი -2023” წარდგენილია ქალბატონი მარიამ შალიკაძე

მარიამ შალიკაძე  პროფესიით გახლავთ ლაზეროთერაპევტი.

ქალბატონი მარიამი აქტიური, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია რაც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

მარიამ შალიკაძის გზა ამ პროფესიისკენ წლების წინ დაიწყო, როცა  მან  ერთ-ერთ ესთეტიკურ ცენტრში რამდენიმე თვე ადმინისტრატორის პოზიციაზე იმუშავა.

სწორედ აქ დაიწყო მისი ამ პროფესიისადმი ინტერესი მარიამი ფიქრობს, რომ ლაზეროთერაპია დღესდღეობით ერთ-ერთი მოთხოვნადი, საჭირო და აქტუალური  პროფესიაა. მარიამის სამომავლო გეგმებიც და მიზნებიც ლაზეროთერაპიას უკავშირდება, მას სურს კიდევ უფრო განვითარდეს ესთეტიკურ სფეროში, შეისწავლოს სხვადასხვა პროფესია და უფრო გაიღრმაოს საკუთარი ცოდნა.

– ის, რომ ქალები უფრო კრეატიულები ვართ, გვაქვს ძლიერი ნებისყოფა, რაც საქმიანობას სჭირდება მეხმარება წარვმართო ჩემი საქმიანობა წარმატებულად.

ასევე აქვე მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო  ესთეტიკისა და ლაზერ ცენტრის ,,ლოტუს-კ “ას დამფუძნებელს ეკა ცინცაძეს და პედაგოგ ჟანა ვარდმანიძეს მათ მომცეს შესაძლებლობა გავმხდარიყავი პროფესიონალი,შემესწავლა და დავუფლებოდი ახალ პროფესიას.

მიუხედავად იმ შეხედულებებისა რაც საქართველოში  არსებობს გენდერული თანასწორობის პრინციპისა, ვფიქრობ საზოგადოება თანდათან ეგუება იმ ფაქტს, რომ ქალი ყველა საქმიანობის სფეროში არსებობს და პირიქით უფრო აძლიერებს, მოტივირებულს მხდის ვიყო წარმატებული ჩემს საქმიანობაში.

ქალბატონებო საკუთარი თავის ფსიქოლოგები თავადვე უნდა იყოთ. მიეცით საკუთარ თავს მეტი შესაძლებლობები, შეძლებისდაგვარად იყავით თავდაჯერებულები და უთხარით თქვენს თავს, რომ რასაც მოინდომებთ  ყველაფერი გამოგივათ.

წარმატების მისაღწევად მთავარია მონდომება და თავდაჯერებულობა.!

CATEGORIES
Share This