ნომინაციაში “რაციონალური მენეჯმენტი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში-2024” წარდგენილია “პარიკების ოთახი”

ნომინაციაში “რაციონალური მენეჯმენტი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში-2024” წარდგენილია “პარიკების ოთახი”

პარიკების ოთახი არის სოციალური საწარმო, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ პასუხისმგებლობებს. პარიკების ოთახის მიზანია მომხმარებელს შესთავაზონ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქალისა და მამაკაცის პარიკები, ბუნებრივი თმისგან.

სწორედ „პარიკების ოთახი“ გახლავთ წარდგენილი ნომინაციაში „რაციონალური მენეჯმენტი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში-2024

„პარიკების ოთახი“  გახლავთ საწარმო, რომელიც 1 წლის წინ დაარსა თეო და გვანცა ინასარიძეებმა, იგი მდებარეობს გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებაში, ამ ეტაპზე სამკერვალო აღჭურვილია საწარმოო ინვენტარით, რაც მოიცავს 10 საკერავ მანქანას, ნედლეულს და სხვადასხვა საჭირო საბრუნავ საშუალებას. საწარმოში დასაქმებულია 7 მკერავი.

„პარიკების ოთახი“ საგრანტო პროექტებში 2020 წლიდან იღებს მონაწილეობას, ამ დრომდე მოიპოვეს 4 დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა, საიდანაც მოაწყვეს საწარმო, ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს 5 დანადგარი, შეიძინეს საწარმოო ნედლეული და კვლავ ელოდებიან დამატებით 4 დანადგარს ჩინეთიდან.

ამ დანადგარების საშუალებით ისინი უკვე აწარმოებენ ქალის პარიკებს, თუმცა პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, უწევთ კადრების მუდმივი გადამზადება და ნაკეთობების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

სილამაზის და ესთეტიკის სფერო გარკვეულწილად აისახება ქალთან, ამიტომ ამ კუთხით ფიქრობენ, რომ გაუმართლათ, სტერეოტიპი, რომ ბიზნესი მხოლოდ კაცის საქმეა დაამსხვრიეს და უმკლავდებიან ყველა იმ გამოწვევას, რაც ბიზნესს ახლავს.

ერთ-ერთი კრიზისული პერიოდი, როგორც ყველა ადამიანისთვის, მათთვისაც იყო პანდემია, რადგან სალონის გახსნიდან 1 წლის თავზე მოუწიათ დახურვა და შემდეგ ისევ თავიდან დაწყება, მათ ისწავლეს ლავირება, გადაერთნენ ონლაინ სივრცეში და სასარგებლო               რჩევა-დარიგებების, ვიდეოების განთავსება მათ გვერდზე, რამაც მათი მიზნობრივი აუდიტორიის ნდობა უფრო  გააძლიერა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინოვაციური საწარმოს გახსნამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოების მხრიდან, შესაბამისად მიზნად ისახავენ მოხალისეთა ჯგუფების გადამზადებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სოციალიზაციას.

  1. 1.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა.
  2. 2.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა.
  3. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
  4. ახალგაზრდების დასაქმება და მათი ეკონომიკურად გაძლიერება.
  5. ეთნიკური უმცირესობის დასაქმების ხელშეწყობა
  6. ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაქმების ხელშეწყობა.
  7. მრავალშვილიანი დედების დასაქმების ხელშეწყობა.

 

„მე და ჩემს დას გვაქვს სილამაზის სალონი 2019 წლიდან, რომელსაც დამოუკიდებლად ვხელმძღვანელობთ დღემდე.  იქამდე, სანამ საკუთარ სალონს ვუხელმძღვანელებდით, 7 წელი ვმუშაობდით სხვა სილამაზის სალონში, სადაც დების პოზიცია იყო (პარიკის მთავარი სტილისტი დიზაინერი, ,კოლორისტი), და – პარიკების და სხვადასხვა ნიმუშების, დიზაინერი კოლორისტი. ამ ყველაფრის ფონზე  ჩვენ გვაქვს   პარიკების დამზადების  უდიდესი გამოცდილება და სურვილი შევქმნათ რაღაც ღირებული ჩვენი მომხმარებლებისთვის.

კომპანია „მერსი ქორფსის“ საშუალებით ჩვენ შევძლებთ ნედლეულის და დამატებით 4 დანადგარის შეძენას, რაც მოგვცემს საშუალებას ვაწარმოოთ მამაკაცის პარიკები. პარიკის წარმოება საქართველოში გულისხმობს ინოვაციური ნაბიჯების გადადგმას, რაც გულისხმობს უახლესი ტექნოლოგიების ჩამოტანას და მათი სტანდარტების დანერგვას ადგილობრივ ბაზარზე.

ჩვენს მუნიციპალიტეტში ინოვაციური საწარმოს გახსნამ დიდი ინტერესი გამიწვია საზოგადოების მხრიდან, შესაბამისად მიზნად ვისახავთ მოხალისეთა ჯგუფების გადამზადებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სოციალიზაციას.

საშუალო ვადიან პერიოდში ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ ქართული ბაზრის დაკმაყოფილებას, არამედ მოვახდენთ მზა პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში.

ჩვენი მისიაა ქართულ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით.“

დამწყებ მეწარმე ქალებს ურჩევენ, რომ არასდროს შეცვალონ მიზანი, შეცვალონ მხოლოდ გზები, თუ როგორ უნდა მივიდნენ დასახულ მიზნებამდე.

 

CATEGORIES
Share This