ნომინაციაში “ტრადიციების შენარჩუნების, განვითარებისა და ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის – 2025” წარდგენილია მარინე ეზუგბია

ნომინაციაში “ტრადიციების შენარჩუნების, განვითარებისა და ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის – 2025” წარდგენილია მარინე ეზუგბია

ექიმი, რომელსაც ყველა იცნობს, ექიმი, რომლის თითოეულ სიტყვას კოვიდპანდემიის დროს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და გარკვეულწილად მასზე იყო დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის ფსიქოლოგიური განწყობა -არ მისცემოდნენ პანიკას…. ქალბატონი მარინა თავისი ცხოვრებისეული არსით და მოწოდებით ექიმია, ათასობით პაციენტის გადამრჩენელი. ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი, კარგი მეგობარი და ღირსეული მამულიშვილი, არაერთი ჯილდოს მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე… საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ქალბატონ მარინეს ბოლო პერიოდში მოუწია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კერძოდ, მისმა ლიდერულმა და ორგანიზატორულმა თვისებებმა დადებითი შედეგი გამოიღო-კლინიკის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკის სადავეების ხელში აღება მოუწია. უმოკლეს პერიოდში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა. მალევე მოხდა სამთავრობო დონეზე კლინიკის საზეიმოდ გახსნა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – ქალბატონმა მარინამ თანამშრომლებთან ერთად უმოკლეს დროში კლინიკა ახალ შენობაში, ახალი ინფრასტრუქტურით ისე აამუშავა, რომ ამ მნიშვნელოვან სამედიცინო ცენტრს ერთი დღეც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. გარდა ამისა, დიდმა შრომამ შედეგი გამოიღო -თანაგუნდელებთან ერთად სწორი მენეჯმენტის წყალობით, ინფექციურმა საავადმყოფომ გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის KTQ-ის შეფასების საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. ასეთი მიღწევა, აკრედიტაცია და საერთაშორისო სერტიფიკატი საქართველოს რამდენიმე კლინიკას აქვს მინიჭებული გერმანელი ექსპერტების მიერ. ასე, რომ ქალბატონი მარინე ეზუგბაია იმ კლინიკის ხელმძღვანელია, რომელსაც ევროპელი ექსპერტები პროფესიონალი თანამშრომლების, ინფრასტრუქტურის, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის გამო 21-ე საუკუნის კლინიკად მიიჩნევენ.
CATEGORIES
Share This