ნომინაციაში “ფლორისტიკის ხელოვნებაში გამოჩენილი შემოქმედებითი მიდგომისა და პროფესიონალიზმისთვის – 2025’’ წარდგენილია თეონა შატაკიშვილი

ნომინაციაში “ფლორისტიკის ხელოვნებაში გამოჩენილი შემოქმედებითი მიდგომისა და პროფესიონალიზმისთვის – 2025’’ წარდგენილია თეონა შატაკიშვილი

თეონა შატაკიშვილი, ყვავილების სამყაროში სულ რაღაც ერთი წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა, მაგრამ დღეს უკვე საკუთარი სალონის “ყვავილების დედოფალი”-ს მფლობელია. პროფესიით მედდამ, თეონამ ცხოვრების სრულიად განსხვავებული გზა აირჩია და საკუთარი თავი კრეატიულობისა და სილამაზის სამყაროში იპოვა.

თეონას პროფესიული მოგზაურობა ერთ წელზე ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც სრულიად შემთხვევით ყვავილების სალონში მუშაობა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. 6 თვიანი მუშაობის შემდეგ, თვითნასწავლი ფლორისტი იმდენად დაოსტატდა, რომ მრავალი კმაყოფილი მომხმარებელი შეიძინა. როდესაც სალონი დაიხურა, სწორედ ამ მომხმარებლებმა გადააწყვეტინეს თეონას, რომ საკუთარი სალონი გაეხსნა.

კარიერულ გზაზე თეონას ყველაზე მეტად ახარებდა “მომხმარებლის ნდობა და ის ემოცია, რასაც გადმოსცემდნენ”. მისი საკუთარი ბიზნესის გახსნის გადაწყვეტილება არ იყო ადვილი: “სანამ საკუთარი სალონის გახსნას გადავწყვეტდი, ბევრს ვფიქრობდი, საქმე უკვე ვიცოდი, მაგრამ მაინც ვყოყმანობდი,” – ამბობს ის. გადამწყვეტი ფაქტორი მაინც მომხმარებელთა ნდობა აღმოჩნდა, როცა დახურული სალონის ყოფილი კლიენტები გულდაწყვეტილები რეკავდნენ მასთან.

თეონას შთაგონების წყაროდ მისი ოჯახი, მომხმარებლები და სილამაზე იქცა – გარემო, რომელშიც ყოველდღიურად იმყოფება. ბიზნესის მართვისას ყველაზე დიდ გამოწვევად დროის მენეჯმენტი რჩება, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, როდესაც “უამრავი ადამიანი დიდ რიგში იდგნენ და მელოდებოდნენ”.

თეონას კონკურენტული უპირატესობა მისი კრეატიულობაა: “ყოველთვის ვცდილობ ახალ-ახალი და უცხო თაიგულები შევთავაზო. ვარ ძალიან კრეატიული, ეს ძალიან მეხმარება.”

სამუშაო-ცხოვრების ბალანსის შესანარჩუნებლად თეონას საკუთარი მეთოდი აქვს: “დრო მაქვს უნიკალურად დალაგებული. როცა გეგმას ვწერ, აუცილებლად პრიორიტეტების მიხედვით ვიქცევი.”

მისი კარიერის მნიშვნელოვან გავლენას მეუღლე ახდენს, რომელსაც თავდაპირველად ეშინოდა ამ წამოწყების, მაგრამ თეონამ შეძლო მისი დარწმუნება. “დავანახე ბიზნესი, მომავალში რას მოიტანდა. ახლა ჩემი მარჯვენა ხელია,” – ამბობს იგი.

სამომავლო გეგმებში თეონას რამდენიმე ფილიალის გახსნა სხვადასხვა ქალაქში და გორში დიდი, სიახლეებით დატვირთული სალონის შექმნა აქვს. დამწყებებს კი ურჩევს: “არასოდეს დანებდეთ, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ.”

პროფესიული განვითარებისთვის თეონა მუდმივად სწავლობს, ითარდება და იღებს რჩევებს. მისთვის წარმატება არ არის მხოლოდ მატერიალური მიღწევა: “ჩემთვის წარმატება არის რამდენად სასარგებლო ვარ ადამიანებისთვის, რამდენად ვეხმარები მათ, რამდენად კარგად ვვითარდები და რა თქმა უნდა, მატერიალურადაც.”

 

CATEGORIES
Share This