
ნომინაციაში “შთამაგონებელი სტარტაპის მფლობელი – 2025’’ წარდგენილია თაკო ფუტკარაძე
„როცა ყველაფერი ინგრევა , შენ გაქვს არჩევანი_ ან ნანგრევებში დარჩე, ან ახალი საძირკველი ჩაყარო”
თაკო ფუტკარაძე
თაკო ფუტკარაძე, წარმატებული ფინანსისტ ეკონომისტია, მრავლწლიანი საბანკო გამოცდიელბით, მისი საბანკო კარიერა ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში დაიწყო და 11 წლიან საბანკო გამოცდიელბას მოიცავს. საბანკო სეტქორში ბოლო პოზიცია სესხის ექსპერტობა აღმოჩნდა, თუმცა, მალე მიხვდა რომ ეს მისი ნამდვილი მოწოდება აქ არ იყო.
კომფორტის ზონიდან გამოსვლა რთული აღმოჩნდა, თუმცა თაკომ 2023 წელს გადაწყვიტა საბანკო სფეროდან წამოსვლა და კარიერული განითარება ახალი გზით, ადამიანური რესურსების მართვაში HR მიმართულებით დაიწყო.
2023 წელს, თაკო ფუტკარაძეს ქონდა მაშტაბური გეგმები, როგორც კარიერული მიმართულებით ასევე, ის გეგმავდა სანუკვარი ოცნების რეალობად ქცევას, რომელიც უკავშირდება მთაში ისტორიული ხის სახლის განახლებას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოუწია საქართელოს დატოვება, შესაბამისი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით თაკო 2023 წლის აპრილში გერმანიში წავიდა.
ის გეგმავდა, რომ მთაში ბავშვობის სახლს, ახალ სიცოცხლეს შესძენდა და ამისთვის დროებით თავისი კარიერა გადადო.
თაკოს ცხოვრება გამოწვევებით სავსე გზას მოიცავს, 2023 წლის ივლისში, ერთმა ზარმა გადაატრიალა, მისი ცხოვრების ყველა გეგმა. ეს იყო ზარი საქართველოდან, როდესაც გაიგო მისი ძმის დაკავების შესახებ.
შეჩერდა მისი ყველა სამომავლო გეგმა და ცხოვრებამ სრულიად ახალი დილემის წინაშე დააყენა, მისი მთავარი საქმე, ძმის სამართლიანობის აღდგენა გახდა, ეს თაკოსთვის რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდს მოიცავს, რომელიც დღემდე გრძელდება.
სასამართლო პროცესებში სრულად დასწრება, მას ართმევდა მთლიან დროის რესურს, რაც შემდეგ გახდა მიზეზი მისი უმუშევრობის. რამაც კიდევ უფრო დიდი კრიზისი მოუტანა ფინანსური თვალსაზრისით.
ამ რთულ პერიოდში თაკო ეძებდა გამოსავალს, რითაც შეძლებდა საკუთარი თავის კრიზისიდან გამოყვანას.
Dekorprint.ge _ იდეიდან რეალობამდე. ეს არ არის, მხოლოდ ბიზნესი, ეს არის თაკოს ცხოვრების ახალი დასაწყისი, მისი შრომისა და ნებისყოფის შედეგი. ეს არის სტარტაპ ბიზნესი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მომსახურებებს და სამომავლოდ გეგმავს ახალი მომსახურებების დამატებას. მისი მიზანი არა მხოლოდ პროდუქტების შეთავაზება, არამედ მომხმარებლებისთვის კრეატიული, პერსონალიზებული და ესთეტიკურად გამორჩეული გამოცდილებების შექმნაა.
თაკო ასევე გეგმავს ფოტოსტუდიის დამატებას ბიზნესში, რათა კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს თემატური და კლასიკური ფოტოგრაფია.
თაკოსთვის შთაგონების წყარო, მისი შინაგანი ძალაა გამოწვევების დროს. ის სულ ცდილობს თვით განვითარებას ,თაკო ფიქრობს, რომ:
„რაც უფრო მეტად განავითარებ საკუთარ მეს , მით უფრო მარტივად იპოვი პრობლემის გადაჭრის გზებს.“
თაკო დამწყებ მეწარმეებს მოუწოდებს „მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, მხოლოდ ის გიჩვენებთ თქვენს გზას. ნებისმიერი შემხვედრი დაბრკოლება აქციეთ თქვენს გაკვეთილად. არ შეგეშინდეთ მცირე რესურსებით დაიწყოთ საქმე – ყველაფერი პატარა ნაბიჯებით იწყება.
ის საუბრობს, რომ ბევრი სამომავლო გეგმა აქვს, საგანმანათლებლო სფეროში ,ასევე უახლოეს მომავალში გეგმავს წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ეფუძნება რეალურ ისტორიას … თუმცა, ის ასევე გვიზიარებს, რომ მისი ცხოვრება გეგმის შესაბამისად არ მიდის, ამიტომ სჯერა, რომ სამყაროს გაცილებით კარგი გეგმები აქვს მის მიმართ.
თაკოს სურვილია, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც იყოს შთაგონების წყარო, რომ ნებისმიერი სირთულე შეიძლება იქცეს ახალ შესაძლებლობად.
ბიზნესის ნულიდან დაწყება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თაკოს არ ჰქონია ბევრი ფინანსური რესურსი, არც გარანტირებული მხარდაჭერა, თუმცა მისი თავდაუზოგავი შრომა, რწმენა და ძლიერი ინტუიცია დაეხმარა ამ გზის გავლაში.
თაკოს ისტორია, ცხადყოფს, რომ მტკივნეული გამოცდილებები და დაბრკოლებები ხშირად ახალი შესაძლებლობებისა და გზების საწყისია.
თაკოს ნამდვილი მოწოდება ადამიანებთან ურთიერთობა , შემოქმედება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა და ეს ყველაფერი დასაწყისია.