ნომინაციაში “წარმატებული ქალი ქართული მოდის ინდუსტრიაში – 2025” წარდგენილია ირინა ონაშვილი

ნომინაციაში “წარმატებული ქალი ქართული მოდის ინდუსტრიაში – 2025” წარდგენილია ირინა ონაშვილი

ირინა ონაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სათაყვანებელი სახეა. ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის 2003 წლიდან გახდა ცნობილი, როდესაც “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა, მრავალმხრივი ნიჭიერებით გამოირჩევა.

ირინამ არა მხოლოდ ქართველების, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა აღიარება, როდესაც ამავე წელს “მის მსოფლიოს” კონკურსზე 20 ყველაზე ლამაზ გოგონას შორის მოხვდა და მისი განსაკუთრებული ტალანტი აღიარეს.

წლების განმავლობაში ირინას კარიერა და პირადი ცხოვრება ხშირად ყოფილა მედიის ყურადღების ცენტრში. ის არ შემოიფარგლა მხოლოდ მოდელის კარიერით – 2019 წელს მან “კავკასიის უნივერსიტეტის” მაგისტრატურის პროგრამა დაასრულა სოციალური მეცნიერების ფაკულტეტზე, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მუდმივად ცდილობს თავის განვითარებას.

ტელევიზიის სამყაროშიც წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი – ირინა რამდენიმე ტელეგადაცემაში მონაწილეობდა პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”.

დედობა ირინას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია. მისი თქმით: “დედობა ყველაზე დიდი სირთულე, პასუხისმგებლობა, ყველაფერია. მანამდე მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების დინებას მიჰყვები და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბავშვის პატარა ავადმყოფობაზეც კი იმხელა განცდები გაქვს, მერე ფიქრობ, რომ მანამდე თურმე არაფერი ღირდა ნერვიულობად.”

ირინა ონაშვილი არის ქალბატონი, რომელიც არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ თავისი გულუხვობითაც გამოირჩევა. მისი სიტყვებით: “სკოლის ბანკეტზე მეც ნაჩუქარი კაბა მეცვა… დაახლოებით ათი გოგონა გავახარე, მწერენ მადლობებს და ეს ძალიან მახარებს”.

როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს, თან ახერხებს წარმატებული კარიერის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შეთავსებას.

CATEGORIES
Share This