ნომინაციაში ,,წარმატებული ექიმი ფსიქიატრი – 2023” წარდგენილია სალომე ვაშალომიძე

ნომინაციაში ,,წარმატებული ექიმი ფსიქიატრი – 2023” წარდგენილია სალომე ვაშალომიძე

ქალბატონი სალომე გახლავთ ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ფსიქოთერაპევტი, არტ თერაპევტი. იგი, ასევე არის  ADOS-2 აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვებითი კვლევის სპეციალისტი; მოწვეული ლექტორი სახელმწიფო და საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

სალომე ვაშალომიძე 2004-2010 წლებში სწავლობდა ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი”-ში 2010-2012 წელს სწავლა განაგრძო კიევის ,,შუპიკის სახელობის სამედიცინო აკადემია”-ში ორდინატურაზე.

2013 წლიდან მუშაობს ექიმ ფსიქიატრად, პარალელურად ეუფლება ახალ პროფესიებს: ნარკოლოგია, ფსიქოთერაპია, არტ თერაპია და ა.შ.

ქალბატონი სალომე ასევე ხშირად ესწრება და მონაწილეობას იღებს მსოფლიო კონგრესებში, კონფერენციებში და ტრენინგებში.

მას აქვს 10 წლიანი სამუშაო სტაჟი მედიცინაში. თავისუფალ დროს კი, წერს ხატებს და მედავითნეობს ტაძრებში. უყვარს მოგზაურობა და ახალი ადამიანების გაცნობა.

– ჩემი მთავარი მიღწევა მადლიერი პაციენტებია. ეს არის ერთადერთი რაც მაძლიერებს და მაძლევს მოტივაციას ჩემს საქმიანობაში.

-ქალბატონო სალომე გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან დიდია, ქალი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ოჯახში, ბოლო დროს კი ქალის როლი საზოგადოებაში ტრადიციულად აღქმულ იმიჯთან ახალი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალის სახის შერწყმა მოხდა.

ქალი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ის გამოირჩევა ერთგულებით და სიყვარულით.

მხოლოდ ქალები დარჩნენ ჯვარცმულ უფალთან როცა ყველა მიმოიფანტა, ქალი პირველი იყო ვინც იხილა აღმდგარი მაცხოვარი. ბიბლიიდან კარგად ჩანს ქალის ხასიათი.

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-არ შეეშინდეთ დამარცხების, წარუმატებლობის და სიძნელეების. არ არსებობს წარმატება მარცხის გარეშე. ადამიანი, რომელიც ფიქრობს: „მე შემიძლია და მე მინდა“, ის აუცილებლად მიაღწევს ამას, მაშინ როცა ის, ვინც ფიქრობს – „მე არ შემიძლია“, ის ვერ მიაღწევს წარმატებას. წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია რწმენა. ბიბლიაშიც გვეუბნება უფალი: ,,მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: გადადი აქედან იქით, გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი”.

-ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, იშრომეთ, გწამდეთ და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს. წარუმატებლობის დროს არ უნდა დავმარცხდეთ, არამედ უნდა ვეძიოთ ღირებული გაკვეთილი წარუმატებლობასა და დაბრკოლებაში.

მნიშვნელოვანია, რომ გწამდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების! ჩვენ უნდა დავივიწყოთ სხვა ადამიანების კრიტიკა და განკიცხვა.

ყველა ადამიანში უნდა ვხედავდეთ დადებითს, ნებისმიერ პიროვნებას მოვექცეთ ისე, თითქოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი არსება იყოს ამქვეყნად მაშინ არ იარსებებს რამე, რისი მიღწევაც არ შეგეძლებათ.! 

CATEGORIES
Share This