ნომინაციაში “წარმატებული დერმატო-კოსმეტოლოგი 2024” წარდგენილია ქეთი გორგაძე
ბავშვობიდან ადამიანების,განსაკუთრებით კი ქალების გაბედნიერების სურვილმა ქეთი გორგაძეს მისცა შესაძლებლობა,რომ დღეს ჩამოყალიბებულიყო ისეთ პროფესიონალ ქალბატონად,როგორსაც მაშინ ოცნებობდა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი მან თავდაუზოგავი შრომა გასწია და აირჩია კოსმეტოლოგიის სფერო,რითაც უამრავი მანდილოსანი და არამარტო მანდილოსანი ინტერესდება,ის დღეს უკვე დერმატო-კოსმეტოლოგია და ამ სფეროში პროფესიონალიზმითაა აღსავსე.
„რაც არ გკლავს,გაძლიერებს“- ამ ციტატით გაიკვალა გზა ქეთი გორგაძემ და მებრძოლმა ,მაქსიმალისტურმა ხასიათმა ყოველმხრივ შეუწყო ხელი თავისი საქმიანობის განვითარებას და მისცა გზა უპირობო წარმატებისკენ,ვინაიდან მისი თქმით ცხოვრებაში არაერთი წინაღობა შეხვდა,ბევრჯერ დაეცა,თუმცა ამ ყველაფერს არ შეუშინდა და განაგრძო ცხოვრება და კარიერა მეტი შემართებით, სწორედ ეს არის მთავარი,რომ არც ერთი ადამიანი და მით უმეტეს ქალი არ შეუდრკეს იმ წინაღობებს,რომლებიც მათ მუდმივად თან დაჰყვებათ.
ქეთი აღნიშნავს,რომ არც ერთმა ქალმა არ უნდა თქვას უარი კარიერულ განვითარებაზე არავის და არაფრის გამო,ეს არის ის თვისება,რაც მას აქცევს განსაკუთრებულად,მას აქვს ლიდერი ქალის ღირებულებები და ნიშა იმისა,რომ განაგრძობს ცხოვრებასა და მუშობას იმ გზით,რაც არჩეული აქვს. მისი ეს მოწოდება კი ,თავისთავად, მრავალი ქალისთვის გახდება მოტივაცია იმისა,რომ აღმოაჩინონ და შეიყვარონ თავიანთი თავები და საქმე.
ქალების ვალია,რომ არ დარჩნენ ჩრდილში და ყოველთვის დააფასონ თავიანთი შესაძლებლობები,სწორედ ამას იზიარებს ქეთიც და ყოველთვის იამაყებს იმით,რომ შეუპოვრად მიიწევდა წინ,მისთვის ყოველი დღე ახალ გამოცდილებასთან ასოცირდება და რაც მთავარია,იგი ხედავს რომ ყოველ ქალში არის ის ნაპერწკალი,რომელსაც გაღვივება სჭირდება, ამისთვის,რა თქმა უნდა, მუხლმოუდრეკელი შრომაა საჭირო,თუმცა ესეც ხომ უდიდესი სიამოვნებაა,როცა შრომობ იმისთვის,რაც გიყვარს და რაც შენს მიზნებს,ოცნებებს უკავშირდება.
ქეთი გორგაძე ნამდვილად უბადლო მაგალითია იმისა,თუ რა შეუძლიათ ქალებს,იგი არღვევს სტერეოტიპებს და ამტკიცებს,რომ შეუპოვარი,ძლიერი ხასიათითა და სწორი აზროვნებით ნებისმიერი ქალის გზა ხსნილია თავიანთი მიზნებისკენ. მისი კარიერული გზის ისტორია,კი ყველას გვანახებს,რომ არ არსებობს „სუსტი“ სქესი და ასევე იმას,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა.