ნუ აყვებით კორონა ვირუსისგან გამოწვეულ პანიკას მიხედეთ იმუნიტეტს – ფსიქო-ბიოენერგოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე
ცნობილი ექიმი ფსიქო ბიოენერგოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და კორონა ვირუსისგან გამწვეულ პანიკურ მდგომარეობას ეხმაურება.
თინათინ მაჩაიძე: ,,მოგესალმებით, ჩვენი ფბ. გვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწევრიანებულ საზოგადოებათა 70-80-% ისედაც განიცდის ნერვული სისტემის დაზიანებიდან გამომდინარე დისკომფორტს, რის საფუძველზეც ისედაც დაქვეითებულია იმუნური სისტემა და ამ ყოველივეს ემატება ახალი, მასშტაბური სტრესი, მიმდინარე ვირუსთან დაკავშირებით, რის გამოც ექიმი ფსიქო-ბიოენერგოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, როგორც მისი პაციენტებისთვის ასევე სრულიად საზოგადოებისთვის!
ძვირფასო მეგობრებო, მესმის შექმილ ვითარებასთან დაკავშირებული შიში, რომელიც არ არის საფუძველს მოკლებული და რეალური საფრთხის მატარებელია, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ ნუ გახდით ამას პანიკის საფუძვლად, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ზედმიწევნით ვიცი რას გამოიწვევს პანიკური შფოთვა თითოეული ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმი ისედაც დაბალი იმუნიტეტის მატარებელია, პანიკური და აკვიატებული შიშის დროს კიდევ უფრო სუსტდება იმუნიტეტი და მერწმუნეთ ამით უფრო ზრდით დაინფიცირების რისკს, ერთია რეალობის აღქმა და განცდა და მეორე პანიკური შიში. ამ შემთხვევაში ოპტიმალური გამოსავალია მიჰყვეთ არსებულ რეკომენდაციებს, რომელიც ითვალისწინებს ხელების ხშირ ბანას, გამდინარე თბილი წყლითა და საპნით. დეზინფექციას ხშირი მოხმარების საგნების, გადადუებელი ვითარების არარსებობის შემთხვევაში თქვენთვის უსაფრთხო გარემოში დარჩენა და თავის არიდება განსაკუთრებული თავშეყრის ადგილიდან. ვინაიდან და რადგანაც არაერთი ფაქტი გამოვლინდა დაბალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ინფიცირებული პირი (არ არის აუცილებელი იყოს კორონა ვირუსის მატარებელი, ნებისმიერი ვირუსის დროს აუცილებელია პირბადის გამოყენება) არ იყენებს პირბადეს, მეტი დაზღვევის მიზნით სასურველია თავად გამოიყენოთ პირბადე საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს. ასევე იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე!!!
მერწმუნეთ ამ ელემენტალური წესების დაცვით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ინფიცირების რისკს, ამ შემთხვევაში კი ნამდვილად არ გაქვთ პანიკის საფუძველი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!”