პანდემიასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკასაც მიხედეთ –  ბიზნესმენი გოგი ჩიხლაძე ხელისუფლებას მიმართავს

პანდემიასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკასაც მიხედეთ – ბიზნესმენი გოგი ჩიხლაძე ხელისუფლებას მიმართავს

ბიზნესმენი  გოგი ჩიხლაძე ხელისუფლებას მიმართავს და პანდემიასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაზე ზრუნვასაც სთხოვს. realinfo.ge ბიზნესმენის მიმართვას , რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ.

გოგი ჩიხლაძე: ,,პანდემიაზე მწვავედ ეკონომიკის გადარჩენის საკითხი დგება:
სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებები. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ პროექტებს, რომლის ბიუჯეტში დიდი წილი სახელფასო ფონდს უკავია და პირიქით, შემცირდეს ან შეჩერდეს ის მეგაპროექტები სადაც შრომის ანაზღაურების მოცულობა,ინვესტიციასთან შეფარდებით, უმნიშვნელოა (მაგ. ავტობანები და ა. შ.);
გამონთავისუფლებული თანხის ნაწილი უნდა მივმართოთ ბიზნესსექტორისა და დროებით გამონთავისუფლებული შრომითი რესურსების შესანარჩუნებლად, ნაწილი კი უნდა მოხმარდეს სასურსათო პროფილის ლოჯისტიკური სფეროს წახალისებას;
ბიზნეს და სამომხმარებლო კრედიტებზე დროებითი მორატორიუმის ფონზე გამკაცრდეს მონეტარული პოლიტიკა;
ეს ყველაფერი შეზღუდავს ვალუტის დაგროვებით ფუნქციას და შეამცირებს მის გადინებას.
ლარი თუ არ გამყარდა ყველაფერი თავზე დაგვემხობა.
მტკივნეულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვრჩება.
სულ ესაა!”

CATEGORIES
TAGS
Share This