პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები უფრო ადვილად ავადდებიან ,,კოვიდ 19″ -,ით

პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები უფრო ადვილად ავადდებიან ,,კოვიდ 19″ -,ით

როგორ შევინარჩუნოთ ფსიქო სოციალურ განწყობა ეპიდემის დროს , რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში და  რსტომ ჩნდება ნერვოზის დროს ცრუ სიპტომები ამ თემაზე ამერიკა კანადის ბიოენერგოთერაპევტთა ნამდვილი წევრი ფსიქობიოენერგოთერაპევტი თინათიმ ნაჩაიძე გვესაუბრება.  ქალბატონო თინათინ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებული ეპიდემიის პარალერულად თანდართულ მძლავრ პანიკას, როგორ ფიქრობთ რისგანაა გამოწვეული ეს შფოთვა?

სამწუხაროდ ეს სწორედ ის შემთხვევაა როდესაც პანიკის საფუძველი რეალურად არსებობს და ამას ვერ დავემალებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გადავზარდოთ აკვიატებულ აზრებსა და დეპრესიის საწყისში. არაერთხელ განმიმარტია- ერთია რეალური სიტუაცია და სტრესორი, მეორე კი მისი აღქმა და ინფორმაციის სწორად გაანალიზება.

რა როლი აკისრია განწყობას დაავადების მართვაში?

განწყობა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ორგანიზმის ასევე ცხოვრების სწორად მართვაში. განწყობას შეუძლია არაფრიდან შექმნას პრობლემა და პრობლემიდან გვაპოვნინოს გამოსავალი.

ამბობენ, რომ პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები უფრო ავადდებიან , მართალია ეს?

დიახ, სამწუხაროდ ასეა. მოგეხსენებათ პანიკის დროს, როდესაც ორგანიზმში მძიმე ფსიქო_ემოციური ხასიათის ცვლილებები მიმდინარეობს განსაკუთრებით ქვეითდება იმუნური სისტემა. იმუნური სისტემა კი ორგანიზმისთვის ყველაზე ძლიერი დამცავი ფუნქციაა, რომელის დაქვეითებაც იწვევს უარყოფით ძვრებს და უადვილებს როგორც ნებისმიერ სხვა  დაავადებას ასევე კორონა ვირუსს ორგანიზმში შეღწევას და მასში მისთვის სასურველ გარემოში ყოფას. გარდა ამისა პანიკისა და აკვიატებული აზრების დროს ტვინს შეუძლია მოახდინოს სიმულირება და ფსევდო, ცრუ ხასიათის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოვლინდეს.

როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ არ მიეცნენ შფოთვას და პანიკას, რას ურჩევდით მათ?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვურჩევდი დადებით ფაქტორებზე გაამახვილონ მეტი ყურადღება, მეტი დრო დაუთმონ შვილებს, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ამ ფაქტის უგულველყოფისთვის, ასევე კარგი იქნება დაკავდნენ მათთვის საყვარელი საქმიანობით შეძლებისდაგვარად იქნება ეს სამზარეულო, ხელსაქმე, ფილმების ყურება, წიგნის კითხვა თუ სპორტი…

სოციალურ ქსელში ბევრი წერს , რომ აღენიშნებათ კორონა ვირუსის მსგავსი სიპტომები, თუმცა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მათ ეს ვირუსი არ სჭირთ, ეს ნერვოზის რა ფონია და როგორ უნდა ვმართოთ?

ეს კითხვა დაკავშირებულია სწორედ საერთო ნეგატიურ ფონთან. გარდა საინფორმაციო სიუჟეტებისა სოციალურ ქსელშიც საკმაოდ დიდი დოზით გვხვდება ნეგატიური ინფორმაცია. მოგეხსენებათ სოც. ქსელზე დამოკიდებულება და მოხმარების სიხშირე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს, რასაკვირველია ეს ფაქტი ახდენს გავლენას ამ ყველაფერზე, როდესაც კითხულობენ რომ ვიღაცას სიცხე, ხველება ან რაიმე სახის სიმპტომი აქვს ქვეცნობიერად ტვინი იწყებს ძებნას და პარალელების გავლებას საკუთარ ორგანიზმთან, მცირე მსგავსების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი განსაკუთრებით მატულობს ემოციური ფორმა და სწორედ აქ ხდება ავტომატური ფსევდო სიმპტომატიკა. ამიტომ გირჩევთ, თავი აარიდოთ დიდი რაოდენობით უარყოფითი ინფორმაციის მიღებასა და გაანალიზებას, ასევე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სხვის ჩივილებზე. ორიენტირდით საკუთარ ორგანიზმსა და მის ბუნებრივ მდგომარეობაზე.

CATEGORIES
TAGS
Share This