პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ბიდისი აკადემიაში კვლავ გაიმართა

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ბიდისი აკადემიაში კვლავ გაიმართა

აკადემიის ბათუმის ფილიალში საერთაშორისო განათლებსი აკადემია ბიდისისა და ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა”-ს ჩართულობით პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგს ამჯერად სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა დაზარალებულისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას . აღნიშნული ტრენინგი აუცილებელი და რიგ შემთხვევებში სავალდებულოა ორგანიზაციებისთვის რომელთა თანამშრომლები მუშაობენ სხვადასხვა რისკ გარემოში, კომპანიები, რომელთა ბიზნეს სპეციფიკა ითვალისწინებს საშუალოზე მეტი რაოდენობის ადამიანების მომსახურებას, თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის აკადემია უზრუნველყოფს როგორც კორპორატიული ტრენინგების ჩატარებას ორგანიზაციებისთვის, ასევე ღია ტრენინგების ორგანიზებას ნებისმიერი მსურველი ფიზიკური პირისთვის. აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მიზნად ისახავს მონაწილეთა კომპეტენციების გაუმჯობესებას სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით. კურსები ტარდება დამსწრეთა ცოდნისა და უნარების დონის გათვალისწინებით და ემსახურება მათ შემდგომ განვითარებას. აკადემიის ტრენინგებით უკვე 15 წელია წარმატებით სარგებლობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე პირებს სერთიფიკატები გადაეცათ.

მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული კურსი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაიარონ როგორც თბილისში ასევე აკადემიის ფილალებში გორი, ქუთაისი , ბათუმი, თელავი.

CATEGORIES
Share This