პირველად ასტრო პარა ფსიქოლოგიაში პერსონას ტიტულის მფლობელი გამოვლინდება

პირველად ასტრო პარა ფსიქოლოგიაში პერსონას ტიტულის მფლობელი გამოვლინდება

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯოლდოების ცერემონია პერსონა ,,2021 – ის ტიტულზე“ წარდგენილი პირების გამოვლენა უკვე დაიწყო. პირველად პროექტის ისტორიაში ხმის მიმცემმა ბორდის 15 ივე წევრმა   ასტრო პარა ფსიქოლოგ ქალბატონ ანნა ლენორმანდს სრულად დაუჭირა მხარი პერსონას ტიტულზე.

ქალბატონი ანნა ,,პერსონა 2021 “ ის ტიტულს ასტრო პარა ფსიქოლოგის განვითარებისთვის მიიღებს.

 

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულზე ასტრო პარა – ფსიქოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქალბატონ ანნა ლენორმანდს.
ანნა ლენორმანდ – ასტრო-პარა ფსიქოლოგი, პარანორმალურ მოვლენათა მაგისტრი, დიდი 9-ის საერთაშორისო მაგისტრი, ფიტოთერაპიისა და ტიბეტური მედიცინის თეთრი მაგიის და თეთრი მანტიის მფლობელი, წინასწარმეტყველი. პირველი ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას გააცნო თავისი დამოკიდებულება პარანორმალური სამყაროს შესახებ და უშიშრად, საზოგადოდ, ისაუბრა ამ საკითხზე, 90-95 წლებში. მიღებული აქვს ,,მაგიური გალაქტიკის დედოფლის” ტიტული. ჰქონდა საკუთარი ჟურნალი ,,მედიუმი”, სადაც იბეჭდებოდა პროგნოზები, საკითხები იყო: რელიგიაზე, დიასპორაზე, ისტორიულ პარალელებზე, ფსიქოლოგიაზე, თეოლოგიაზე და სხვა ისეთ მრავალფეროვან საკითხებზე, როგორებიც არის: ცნობილი ვარსკვლავების საინტერესო სიახლეები, რეკლამები, იურიდიული საკითხები, შოუბიზნესის ამბები და ა.შ. ძალიან ბევრი, ცნობილი გადაცემის მოწვეული სტუმარი, მათ შორის არის ,,და ღმერთმა შექმნა ქალი” (ევრიკაზე) ; ,,100 გრადუსი ცელსიუსი” და აგრეთვე, ცნობილი ჟურნალების ,,ემიგრანტები”-ს, თანადამფუძნებელი და ,,ქრონიკის” , ფენომენის” ხშირი სტუმარი. ჟურნალ ,,რეალობა და სამყაროს” დამფუძნებელი. დღესაც აქტიურად არის გადაცემების ხშირი სტუმარი და აქტიურად მოღვაწეობს ასტრო-პარო ფსიქოლოგიურ სფეროში, 49 წლის გამოცდილებით.

CATEGORIES
TAGS
Share This