რა ასაკიდანაა შესაძლებელი ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა

რა ასაკიდანაა შესაძლებელი ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა

ბრტყელტერფიანობა ერთ ერთი გავრცელებული პრობლემაა მოზარდებში, რომელიც რიგ პრობლემებს იწვევს, რა მეთოდები არსებობს ტერფის დიაგნოსტირებაში და როდის გამოიყენება ინდივიდუალური ღამბაში ამ საკითხებზე კლინიკა ტერდის ექიმი ორთოკინეზითერაპევტი თამარ ჭიჭინაძე გვესაუბრება

ტერფის დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს ამ ეტაპზე?

პედოგრაფია. სკანირება და პლანტოგრამა. პედოგრაფიისა და სკანირების საფუძველზე ხდება ინდივიდუალური სამკურნალო საკორექციო ღაბაშის დამზადება, რომელიც მოიცავს საკმაოდ დიდ სპექტრს (სუპინატორი, პრონატორი, კორექტორი). ხოლო პლანტოგრამის საფუძველზე ხდება საშუალო სტანდარტული სუპინატორის შერჩევა, რომელიც განსაკუთრებული ეფექტურობით არ გამოირჩევა.

რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ამ გვამოკვლევის ჩატარება ?

ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ჩატარება მიზანშეწონილია 4-5 წლიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდია 4-8 წლამდე, ნაწილობრივი კი 8-12 წლამდე, შემდეგ კი ხდება მიღებული შედეგის დაფიქსირება 18 წლამდე.

რა პრობლემების დრო გამოიყენება ინდივიდუალური ღაბაში?-

ბრტყელტერფიანობა (სიგრძივი, განივი, კომბინირებული, სრული, ნაწილოვრივი). ქუსლების ვალგუსური დეფორმაცია. ჰიპერსუპინაცია. ტერფმრუდობის პოსტოპერაციული მკურნალობა,  ვარუსი. ნორმაზე მაღალი თალი, ნამგლისებრი ტერფი, ხერხემლის გამრუდება და სხვა. ასევე ფრიად შედეგიანია ღაბაშის გამოყენება სპორტული დატვირთვის დროს.ის იცავს ტერფს ტრავმისგან და აუმჯობესებს ორგანიზმის რესურსს.

CATEGORIES
TAGS
Share This