რა შემთხვევაში წავა ირაკლი კობახიძე პოლიტიკიდან

რა შემთხვევაში წავა ირაკლი კობახიძე პოლიტიკიდან

ოცნების მე-3 ნომრის წინაპირობები – “ან მე, ირაკლი კობახიძე წავალ პოლიტიკიდან, ან ნიკა გვარამია მედიიდან”

გამოქვეყნდა: 

ოცნების მე-3 ნომერი და მთავრობის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, არჩევნებამდე 2 დღით ადრე წინაპირობებს დებს.

“გუშინ დაიდო IPSOS-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი არჩევნებს იგებენ, თანაც, პირველ ტურში. მარტივად გეტყვით, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან – ეს არის კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში – რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან. რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ სამივე მოიგებს არჩევნებს, შევთანხმდეთ ასეთ რამეზე – ნიკა გვარამიმა წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან”, – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-მა მე-4 კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”.

შეგახსენებთ, “მთავარმა არხმა” გასულ კვირებში IPSOS-ის მიერ ჩატარებული სხვა კვლევებიც გამოაქვეყნა, რომელთა სრულად ნახვაც შეგიძლიათ აქ :

CATEGORIES
TAGS
Share This