რომელი ქართველი მომღერალი გამართავს ამერიკაში 26 მაისთან მიძღვნილ გალა კონცერტს

რომელი ქართველი მომღერალი გამართავს ამერიკაში 26 მაისთან მიძღვნილ გალა კონცერტს

დავით ღვინიანიძე 26 მაისს –საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკაში გალა–კონცერტით აღნიშნავს!
გრანდიოზული გალა –დავით ღვინიანიძე ქართველი ემიგრანტი ვარსკვლავების მონაწილეობით 28 მაისს, ფილადელფიაში, რესტორან „ასტორიაში“, მასშტაბურ შოუს გამართავს.
ეს გახლავთ პირველი სახალხო ღონისძიება პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, რომელსაც ცნობილი საოპერო მომღერალი უძღვება.
კონცერტში მონაწილეობენ: ალექსანდრე ზაზარაშვილი, ნინი წიკლაური, ნინი შერმადინი, ნინა ჯანგველაძე, ირაკლი შარაძე, ლევან შენგელია, საშა ლობანოვა, ვასილ (ივანე) ჩოტორლიშვილი. კონცერტს გახსნის მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი დავით ღვინიანიძე.
დავით ღვინიანიძე ამაყობს საქართველოთი და ქართველობით. მისი მასშტაბური საქმეები მომავალშიც დაუკავშირდება საქართველოს, ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას მთელ მსოფლოში.
დასაწყისი 28 მაისს, 19:00 სთ–ზე
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინმისამართზე: TalentsOfTheWorld.TiX.com
ადგილები შეზღუდულია – იჩქარეთ!

CATEGORIES
Share This