
20 აპრილს, ქ. ქუთაისში გაიმართება ლიდერ ქალთა საზოგადოების მომდევნო საერთაშორისო კოონფერენცია. შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ქალბატონებისა და ბიზნესის განვითარებას.

წაახალისოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები, რომლებიც განვითარებას არ
წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ ახალი და საინტერესო პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს,
როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს მიღმა.

გამოავლინოს და საზოგადოებას აქტიურად გააცნოს საქმიანი, წარმატებული ქალბატონები, რომლებიც
ქმნიან დღევანდელ ბიზნეს-გარემოს.

ორგანიზაცია ორიენტირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერებაზე.

პროექტი არის საერთაშორისო და ითვალისწინებს, როგორც ადგილობრივ ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქალბატონების ჩართულობას.

კონფერენცია იმართება ყოველთვიურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ასევე საქართველოს მიღმა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა შეავსონ კონფერენციის განაცხადი, განაცხადის ფორმაში, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ:
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!