,,სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი“ – თაკო ჩარკვიანი

,,სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი“ – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც რეალ ინფო უცვლელად გთავაზობთ:

თაკო ჩარკვიანი: ,,მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი :მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას- მადლობთ მეგობრებო , მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ( ჩემი) მიზანი ანუ დეპუტატობა , მადლობა ვინც ხმები მოგვცა., მაგრამ ცუდი და კატასტროფა ის არის, რომ ხელისუფლება ანუ ოცნება დარჩა , ტოტალური გაყალბების შედეგად, დიახ ალბათ უფრო მეტად დაფიქრდება “მავანი” და ფსევდო ოპოზიციასაც უკეთ დაინახავს , ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება თქო რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში მეთქი , ბევრს არ ესიამოვნა ვერ გაიგეს რატომ ვთქვი , ა ბატონო როგორც ვთქვი ისეა ( თავად თქვა ადამიანმა , ეს რეალობაა ამ ეტაპზე ასეა) სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია “ფსევდო ტიპებით” და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა , ოდნავ განსხვავებული ხედვით “ ჩაქოლვა” არ ასცდება, აკი ვამბობდი კომპასი გაასწორეთ შუშის სასახლისკენ მეთქი, ჰო და …ა ბატონო , ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, დიახ გაყალბებულია და შუქიც ჩააქრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ ,დაშინება, ცემა-ტყეპაც იყო და საჩივრებიც და ვიდეო კადრებიც არის, კი ბატონო ასეა უდავოდ და მაინც ….რუსი ოლიგარქი ივანიშვილი დარჩა!”

CATEGORIES
TAGS
Share This