,,საპოვნელა მიქსი“ – ,,პერსონა – 2020″ -ის ტიტულს მიიღებს.
წელს უკვე მეექვსედ სფეროს განვითრებისა და ხელშეწყობისთვის საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება . პროექტის 21 კაციანი ბორდი წელსაც ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიანიჭებს. სხვადასხვა წლებში აღნიშნული ტიტული მიღებული აქვთ თამარ სხირტლაძეს, გიული ჩოხელს, ლეილა აბაშიძეს, ირმა სოხაძეს, გიორგი უშიკიშვილს, მანანა თოდაძეს, მარიკა კვალიაშვილ და სხვებს.
,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს სხვა წარმატებულ ადამინებთან ერთად ახალგაზრდა შემოქმედი ქალბატონი თამარ გოდაძეც მიიღებს. საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,ბრენდ პერსონა 2020“ – ტიტულზე = თამარ გოდაძეს და სოცილურ პროექტს ,,მიქს საპოვნელა“ -ს ხელოვნების ხელშეწყობისთვის და განვითარებისთვის .
2016 წელს ახალგაზრდა ნიჭირმა ქალბატონმა თამარ გოდაძემ სოციალური პროექტი წამოიწყო, სახელად ,,საპოვნელა“ დაარქვა და ამ სახელს ქვემოთ მან მარტოხელა, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და შშმ პირების დედებს მოუყარა თავი, რომლებსაც შემოქმედებითი სახელოვნებო ნიჭი ქონდათ და გადაწყვიტა მათ დახმარებოდა. ეს ქალბატონები ,,საპოვნელას“ სახელს ქვეშ შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ისინი ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს, ჩანთებს, ტანსაცმელს , სუვენირებს და ასე შემდეგ. რომლის საზოგადოებაში პოპულარიზაციას ,,საპოვნელას“ დამფუძნებელი თამარ გოდაძე აქტიურად ეწევა.
,,საპოვნელა ავტორ დიზიანერთა შემოქმედებითი გუნდი“ ასე მოიხსენებენ დღეს მას. ამ გუნდში დღეს 35 მდე შემოქმედი ადამიანია გაერთიანებული , მათ შორის სოციალურად დაუცველი დედები და მოხუცი ადამიანები ერთ მუშტად შეკრული. შემოქმედებითი სახელოვნებო ნამუშევრებს ისინი სხვადასხვა ნატურალური პროდუქციისგან ხელით ამზადებენ, რომელსაც არ სჭირდება არავითარი ხელსაწყო დაზგა და ასე შემედეგ.
,,საპოვნელა ქართველ ავტორ დიზიანერთა გუნდს“ დღეს ერთი სალონი აქვთ თბილისში კიევის ქუჩაზე, სადაც გამოფენილია უკვე მზა ნამუშევრები, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხები ამავე დედების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას ხმარდება. ,,საპოვნელას დირექტორი ქალბატონი თამარი აქტიურად აცნობს ამ ნიჭიერ და ხელოვან დედების ნამუშევრებს საზოგადოებას და რეალიზებას უკეთებს მათ როგორც ქართულ საზოგადოებაში ასევე უცხოელებთან.
ბრენდ ,,საპოვნელა“ -ს თავისი სლოგანიც აქვს , რომელსც ნამდვილად ამართლებს:
,, ურთიერთობა ფულზე მეტად ფასობს” ეს სლოგანი საპოვნელას დაარსებიდან დაიბადა. რადგან საავტორო ფასებია და ფასნამატით მომხმარებელს დისკომფორტს არ ვუქმნით.