,,საპონელამ დიდი გზა გამოიარა“  – თამარ გოდაძე და საპოვნელა ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულს მიიღებს

,,საპონელამ დიდი გზა გამოიარა“ – თამარ გოდაძე და საპოვნელა ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულს მიიღებს

ის ამბობს, რომ თავიდან მისი არ სჯეროდათ, თუმცა მიზნისკენ სავალ გზას არ შეეშვა და დღეს შექმნა 35 – მდე ავტორ დიზაინერთა ერთობლიობა, რომელიც ერთ სალონურ ბუტიკში გააერთიანა და მას ,,საპოვნელა“ დაარქვა. ეს ადამიანი თამარ გოდაძეა და დღეს მისი დამსახურებაა , როცა კიევის ქუჩა პირველ ნომერში თქვენ ნახავთ ადგილს სადაც ქართველი შემოქმედებითი ადამიანების აქსესუარების გამოფენა გაყიდვა ხდება. ბუტიკში თქვენ ნახავთ ექსკლუზიურ ნამუშევრებს, ხელოვნების ნიმუშებს, რომლის შეძენა მხოლოდ და მხოლოდ საავტორო ფასადაა შესაძლებელი. თამარ გოდაძე საქართველოს წარმატებულ ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე ხელოვნების და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობისთვის გახლავთ წარდგენილი, ხოლო ,,მიქს შოპ საპოვნელას“ ავტორ დიზაინერთა გუნდი კი ბრენდ პერსონა 2020 – ის ტიტულს მიიღებს.


გთავაზობთ ინტერვიუს მიქს შოპ საპოვნელას დამფუძნებელთან თამარ გოდაძესთან
როდის გაჩნდა იდეა მიქს შოპ საპონელას შექმნის?
მიქს შოპ -საპოვნელას შექმნის იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნორჩი ხელოვანი მოსწავლეები მყავდა და ვასწავლიდი ქარგვას, ქსოვას სხვადასხვა აქსესუარების შექმნას. მინდოდა მათთვის სტიმული მიმეცა და გამემართა ნორჩ ხელოვანთა შემოქმედების გამოფენა გაყიდვა. თუმცა შემდეგ გარემოებები შეიცვალა და რაღაც პერიოდი ყველაფერი გაჩერდა… იდეა ჩემს ფიქრებში უფრო და უფრო ვითარდებოდა და სხვა სახეს იღებდა. რადგან მე თვითონ ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი საკუთარ თავის და ხელნაკეთის რეალიზაციის დროს. დავისახე მიზანი, რომ აუცილებლად გავაკეთებდი ისეთ სალონს სადაც უნიჭიერეს ადამიანებს შევკრებდი და მივცემდი იმის საშუალებას რომ მეტი და მეტი ემუშავათ. ვფიქრობდი, რომ დამწყები თუ სხვა შემოქმედი ავტორები მეტს იმსახურებდნენ ვიდრე ერთჯერადი გაყიდვა მათი პროდუქციის. იდეის განხორციელება 2016 წლიდან დავიწყე, როცა მივხვდი რომ ამისთვის მზად ვიყავი, რადგან ის ვინც მომენდობიდა მათი ნდობა გამემართლებინა.
მოგვიყევით იმ ადამიანებზე ვინც ,,საპოვნელასთვის“ ქმნიან ექსკლუზიურ აქსესუარებს..
ის ავტორები ვინც საპოვნელასთვის ქმნიან ექსკლუზიურ ნამუშევრებს გამორჩეულები არიან იმით, რომ განვითარებაზე არიან ორიენტირებული და მე თვითონ შევარჩიე ასეთი ადამიანები. ვინც ვიცოდი, რომ მომყვებოდა. ვისთვისაც შემდგომი ეტაპები საინტერესო იქნებოდა. აი, მაგალითად O’ლალუ ის როცა საპოვნელაში მოვიდა ქმნიდა სხვადასხვა აქსესუარებს და მომწონდა მისი ნამუშევრები, მაგრამ ერთ დღეს ვუთხარი მოდი მინიატურული თოჯინები ვცადოთ ბროშის სახით, ისეთი, რომელიც ჯერ არ ყოფილა… მახსოვს პირველი შექმნილი პატარა მინიატურული გოგო საყვარელი მიმიკებით და სიხარულით ტაში შემოვკარი, ეს სწორედ ის იყო რაც მინდოდა და არსად არ მენახა, ასეთი გვყავს გუნდში თითქმის ყველა რომ ვეტყვი ეს და ასეთი შეგვიძლია?!. პასუხია- რა პრობლემაა თამარ! და ეს ჩემთვისაც დიდი სტუმულია. ამითაა გამორჩეული მიქს შოპ -საპოვნელას ავტორ დიზაინერთა გუნდის თვითოეული წევრი. თეია, ნონაჩო, მანია, გოია და. ა. შ. ბევრი გვყავს და მათ შორის, როგორც ვიცით ძირითადად ის პატარა დედიკოები, რომელთათვის ,,საპოვნელა” დიდი სტიმული გახდა. ბატონი მერაბ კოპალეიშვილი ნიჭიერი შემოქმედი, რომელიც უკვე დიდ ხელოვნად ითვლება სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და ის უკვე ოთხი წელია გვამდიდრებს თავის შემოქმედებით. მისი ერთი ოცნება მინდა გაგანდოთ. უნდა, რომ მისი შექმნილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას ძეგლი ერთ-ერთ სკვერში დაიდგას. მე მჯერა, რომ ბატონ მერაბს ეს სურვილი აუსრულდება.
რატომ დაარქვით ,,საპოვნელა“ ?
საპოვნელა – დიდი გზა გამოიარა. ორჯერ მოგვიწია ადგილის შეცვლა კომერციული ფართის თანხის ზედმეტად გაზრდის გამო და მუდმივად გვეძებდნენ. ამიტო სახელიც თავისთავად წამოვიდა ,,საპოვნელა” ჰეშთეგით #იპოვესიხარული
შემოქმედებით პროცესში რა არის მნიშვნელოვანი თქვენი აზრით?
შემოქმედების პროცესში აუცილებელია შენი საქმის სიყვარული. სტიმული და მომხმარებლის აღტაცება. სწორედ ამაშია საპოვნელა გამორჩეული, რომ თვითოეული ავტორის სტიმულია და სწორად აწვდის მომხმარებელს მათ შემოქმედებას, რითაც მუდმივად კმაყოფილები არიან. ფასითაც და ხარისხითაც.

გათვლილი მიქს საპოვნელაში გამოფენილი აქსესუარები?

Mიხ შჰოპ-საპოვნელას ავტორ დიზაინერთა გუნდის ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები გათვლილია ქართველ მომხმარებელზე. ამას მუდმივად ვაჟღერებ მისი დაარსებიდან რადგან, ჩვენთან საავტორო ფასებია, ფასნამატის გარეშე, რათა მეტი და მეტი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს და მეტი სტიმული, განვითარების საშუალება და სიხარული მივცეთ ჩვენს ავტორებს. დავეხმაროთ მარტოხელა დედებს, სოც დაუცველ ადამიანებს, ქართულ ოჯახებს და მათ პატარებს. საპოვნელაში ის ავტორებიც არიან ვისაც სწორედ ამ მიმართულების დანახვის შემდეგ გაუჩნდათ სურვილი და დღემდე საოცრებებს ქმნიან.
როგორი გრძნობა როცა მოსწონთ თქვენი საქმიანობა და გაღიარებენ?
იმას , რასაც Mიხ შჰოპ-საპოვნელა აკეთებს დაარსებიდან ბევრმა ადამიანმა ძალიან ცალსახად შეხედა. ამიტო ვამბობ ერთად ბევრი გამოვიარეთ თქო. ძალიან ბევრმა ვერ აღიქვა სერიოზულად და ბევრმაც გულთან არ მიიტანა, თუმცა პერსონას ყურადღებამ ყველაფერი დაგვავიწყა და გადაფარა. მადლიერების გრძნობით ვარ სავსე ჩემს უნიჭიერეს გუნდთან ერთად. მადლიერი ვარ, ჩვენ ეს შევძელით და ვთქვით პირველი სიტყვა, რომ თვითნასწავლი და ნიჭიერი ადამიანები, ის დედები რომლებიც პატარებს ზრდიან და ბევრად უფრო დიდ საქმეს აკეთებენ ამით, შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობენ. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა და ბედნიერი ვარ! მადლერი!

CATEGORIES
TAGS
Share This