,,სომხეთი ჯოჯოხეთს ემსგავსება“ – ნიკოლ პაშინიანი

,,სომხეთი ჯოჯოხეთს ემსგავსება“ – ნიკოლ პაშინიანი

“ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ”- სომხეთში ეპიდემია კონტროლს აღარ ექვემდებარება

მეზობელ სომხეთში კორონა ვირუსის ეპიდემია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მთავრობის მიერ მიღებული პრევენციული ზომების მიუხედავად ქვეყნაში ყოველდღიურად  ასობით ადამიანი ავადდება. გაიზარდა ეპიდემიის ადგილობრივი ეპიდცენტრების რაოდენობაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც არასაკმარისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამო საავადმყოფოები პაცინეტების მიღებას და მათ მკურნალობას ვერ ახერხებენ.

მთვრობამ რამდენიმე სოფელი სრულად ჩაკეტა და მოსახლეობას სახლების დატოვება აუკრძალა. მიზეზი სოფელში გამართული დაკრძალვის ცერემონია გახდა, სადაც ერთ დღეში ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. სხვადასვხა რეგიონებში კი ათობით და ასობით ადამიანი რიგში დგას, რათა კორონავირუსის სამკურნალოდ კლინიკებში მოხვდნენ. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სწრაფ ტემპზე ისაუბრა პრემიერმა. ნიკოლ პაშინიანმა არსებული მდგომარეობა ჯოჯოხეთს შეადრა.

ამ დროისათვის სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 200 მდე ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გაზრდილ რაოდენობას ვეღარ უძლებს.

CATEGORIES
TAGS
Share This