ტელეკომპანია დიას ჟურნალისტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა – შოთიკო სადაღაშვილი კარანტინშია გადაყვანილი

ტელეკომპანია დიას ჟურნალისტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა – შოთიკო სადაღაშვილი კარანტინშია გადაყვანილი

გორში, ტელეკომპანია „დია”-ს ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შოთიკო სადაღაშვილი კარანტინში გვიან ღამით გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ვისგან დაინფიცირდა ჟურნალისტი.
მისი თქმით, თავი შეუძლოდ ოთხშაბათს იგრძნო და სამედიცინო დაწესებულებას მაშინვე მიმართა.
„როგორც კი თავი შეუძლოდ ვიგრძენი, მაშინვე მივმართე სამედიცინო დაწესებულებას და გავიკეთე ტესტი. ტესტზე დადებითი პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ოთხშაბათიდან ვიმყოფებოდი თვითიზოლაციაში. მაქვს კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი ჩივილები: თავის ტკივილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება,“ – ამბობს შოთიკო სადაღაშვილი.
თავად ტელეკომპანიაში ახალ ამბებზე მუშაობა შეწყვეტილია. თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადასული და ეპიდემიოლოგებისგან შემდგომ მითითებებს.
CATEGORIES
TAGS
Share This