ტრანსგენდერი გაბრიელა კუზანოვების კლინიკაში სანიტრად მუშაობს

ტრანსგენდერი გაბრიელა კუზანოვების კლინიკაში სანიტრად მუშაობს

ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა, რომელიც პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩა და მერიის წინ კარვის გაშლას აპირებდა სანიტრად მუშაობს.

როგორც აცხადებს, ის ნინო კუზანოვამ დაასაქმა, რისთვისაც მას მადლობას უხდის.

„ორთვიანი ხელშეკრულება გავაფორმე. კლინიკის დირექტორი დომინიკ მანგოს დაუკავშირდა და უთხრა, რომ სანიტრის ვაკანსია ჰქონდათ. მან კი მე მითხრა.

მინდა, რომ ჩემს გარშემო არსებული სტერეოტიპი დავამსხვრიო. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ მაქვს.

ჩვეულებრივ დავდივარ, ყველამ იცის, რომ მე ტრანსგენდერი ქალი ვარ. რაიმეს დამალვა არ მიწევს.

პირველი შემთხვევაა, ეს რომ ვიღაცამ კეთილი ნება გამოიჩინა და ტრანსგენდერი ქალი დაასაქმა. იმედია სხვებიც მიბაძავენ.

პირველ დღეს, რომ გამოვედი რაღაცნაირად ვიყავი. ყველა მეკითხებოდა როგორი თანამშრომლები გყავსო. ძალიან კარგები არიან. ყველაფერში მეხმარებიან. მასწავლიდნენ, რა როგორ უნდა გამეკეთებინა.

 

მადლობა ქალბატონ ნინოს, ამას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება,

CATEGORIES
TAGS
Share This