,,უფლის წყალობიᲗ დაიბეᲭდა Ჩემი კრებული” – ლუიზა ბეᲭვაია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

,,უფლის წყალობიᲗ დაიბეᲭდა Ჩემი კრებული” – ლუიზა ბეᲭვაია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

იმერეთის ერთერთ ულამაზეს სოფელ ვარციხეში ემიგრაციაში დიდ ხნის ყოფნის შემდეგ დაბრუნებულმა ქალბატონმა ლუიზა ბეჭვაიამ ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულის გამო საკუთარ სახლში ლიტერატურული სალონი მოაწყო და მას ლუისპარნასი უწოდა. თავად პოეტმა მტელი სული და გული ჩადო სალონში და დრეს იგი ერთ ერთი გამორჩეული კულტურის კერაა იმერეთში.
არსანიშნავია ის ,რომ ქალბატონი ლუიზა ბეჭვაია რეგიონში კულტურის ხელსეწყობისთვის ,,პერსონა 2021“ -ის ტიტულს მიიღებს.

როდის გაჩნდა იდეა ლუისპარნასის დაარსების?

ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, დაუახლოვდი,, პოეზიის საღამოები”ს ხელმძღვანელებს ბატონ თემურ ძიძიგურს და ქალბატონ ირმა ქურასბედიანს, მონაწილეებმაც გულთბილად მიმიღეს, შემდეგ ქალბატონმა ირმა ქურასბედიანმა წარმადგინა საქართველოს ღირსების დარბაზში, დარბაზის წევრებმაც გულთბილად მიმიღეს, მაგრამ მაკლდა რაღაც და ეს რაღაც იყო, ჩემს სახლში გამეხსნა ლიტერატურული სახლი, რომელსაც დაერქვა ,,ლუის პარნასი”

რას ემსახურება ხელოვნების სახლი ლუისპარნასი?

ლუის პარნასი” ემსახურება, როგორც ქუთაისის ასევე რაიონებსა და სოფლებში გაბნეულ ნიჭიერ ადამიანებს, მოუწყოთ შეხვედრები, გაეცნონ ერთმანეთს და სტიმული მიეცეთ ახალი შემოქმედებებისთვის.

ქარგავთ , ასევე პოეტი ხართ? როდის მოვიდა პირველი ლექსი თქვენთან?

რა რიგ გასაკვირი არ უნდა იყოს, ქარგვა 50 წლის ასაკში დავიწყე, სამსახურში შტატ გარეშე დავრჩი, აქ უფალმა არ დამტოვა და დავიწყე ქარგვა. (ცნობისათვის დედა შესანიშნავად ქარგავდა და ხატავდა) ხოლო პირველი ლექსი 58 წლისამ დავწერე ემიგრაციაში, ხოლო ჩანახატებს, მოთხრობებს ადრეულ ასაკიდან ვწერდი.

როგორ გაიხსენებდით ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს?

ემიგრაციაში ყოფნის დროს ვეზიარე უფალთან მჭიდრო ყოფნას, ის მკარნახობდა თავი არ დამეკარგა დაყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონოდა, შევიძინე ბევრი მეგობრები, დავიწყე ლექსების, ჩანაწერების და მოკრძალებული შეგონებების წერა უფლის წყალობით. დაიბეჭდა ჩემი წიგნი ,, სანთლად ანთებული ვედრება”. და სრულიად უცნობ ადამიანს ათქმევინა ,, ეს წიგნი კარგი ადამიანის დაწერილია”ო.

რას ნიშნავს თქვენთვის ხალხის სიყვარული?

უფლის მადლობელი ვარ და ჩემს ემიგრაციაში ყოფნას ვაფასებ დადებითად. ხალხის სიყვარული ყველაფერია ჩემთვის, ემოცია, სიხარული, სიმდიდრე, წინსვლა, კარგის კეთება, უფრო კეთილი და გულისხმიერი ხდები, პასუხისმგებლობაც.

CATEGORIES
TAGS
Share This