ფიტოთერაპევტ ნინო კავკასიძის კომპლექსური მიდგომები სხვადასხვა დაავადებების დროს

ფიტოთერაპევტ ნინო კავკასიძის კომპლექსური მიდგომები სხვადასხვა დაავადებების დროს

ფიტოთერაპევტი ნინო კავკასიძის კომპლექსური მიდგომები სხვადასხვა დაავადებების დროს და მისი შედეგები.
მცენარეებით მკურნალობა უშედეგო რომ იყოს, აქამდე ისტორიას ჩაბარდებოდა… ფიტოთერაპია დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი თვითონვე ეუფლება მცენარეებით მკურნალობის საიდმლოს. თუ თქვენც განიზრახეთ, ფიტოთერაპიას დაეუფლოთ, მისი რამდენიმე თავისებურების გათვალისწინება მოგიხდებათ. სინთეზური მედიკამენტებისგან განსხვავებით, ფიტოპრეპარატების ეფექტი სწრაფად არ ვლინდება. მწვავე პროცესის ჩასაცხრობად, სულ მცირე, 2-3 კვირა დაგჭირდებათ. რაც შეეხება ქრონიკულ პათოლოგიებს, ფიტოთერაპიული ეფექტისთვის რამდენიმე თვეა საჭირო.
აღსანიშნავია ის, რომ გვერდითი ეფექტები მცენარეულ პრეპარატებს გაცილებით იშვიათად აქვთ, ვიდრე ქიმიურს,
ფიტოსაშუალებების მიღება ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისთვის გახლავთ ყველაზე შედეგიანი. არსებობს მრავალი მცენარე, რომლებიც ორგანიზმის გასაწმენდად გამოგადგებათ. მათ შორის შეგიძლიათ შეარჩიოთ ფიტონაკრები თირკმელებისთვის, ღვიძლისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, სასუნთქი სისტემისთვის. “მცენარეული წმენდის” შემდეგ ორგანიზმი გაცილებით ენერგიული ხდება, ახალგაზრდავდება და სხვადასხვა სნეულებისგან თავის დაცვაც უიოლდება.
მცენარეული სამკურნალო საშუალებანი საკმაოდ ეფექტურია გაციების, კუნთოვანი დაჭიმულობის დროს.
ექიმები ფიტოთერაპიას ხშირად სინთეზური მედიკამენტების პარალელურად ნიშნავენ. რადგან ცნობილია, რომ კომპლექსურ თერაპიას უფრო მეტი დადებითი შედეგი აქვს.
უნდა მოგიყვეთ მურნალზე, რომლის ფიტონაკრებები სამკურნალო პრაქტიკაში სამათწლეულზე მეტია რაც გამოიყენება და დადებითი შედეგებით გამოირჩევა. ნინო კავკასიძე პროფესიით ექიმი გახლავთ თუმცა მან დიდი ხნის უკან სამკურნალო მცენარეების შესწავლა გადაწყვიტა და მისი სამკურნალო პრაქტიკაში დანერგვა. ბევრი სწავლის, დაკვირვების და ფიტონაკრებების გამოცდის შემდეგ ნინო ექიმა კომპლექსური სამკურნალო ფიტო თერაპიული ნაკრებები შეიმუშავა. მისი სამკურნალო მიდგომები ადამიანის ორგანიზმის კომპლექსურ მკურნალობას, იმუნიტეტის გაძლიერებას და დაავადებების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისკენ გახლავთ მიმართული . სწორედ ამდაგვარი მიდგომის დამსახურება ის, რომ ნინო კავკასიძის ფიტოთერაპიული სამკურნალო მეთოდი საყოველთაოდ გახლავთ ცნობილი . მის კაბინეტში კი კმაყოფილი პაციენტების რიგი არ წყდება. ნინო კავკასიძის ფიტოთერაპიული ნაკრებებით მკურნალობაზე დაკვირვებით აღსანიშნავია, რომ ნინო კავკასიძე მკურნალობით უმკლავდება ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა სხვადახვა გენეზისის ღვიძლის დაავადებების ეფექტურად მკურნალობა, კუჭნაწლავის და შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ნევროზული დაავადებები, თირკმლის დაავდებები, ტროფიკული წყლულები და სხვა.
ნინო კავკასიძე: პირველ რიგში მინდა ავღნიშნო , რომ ფიტოთერაპიული მკურნალობა არ გამორიცხავს კლასიკური მედიცინის თანამდეროვე მიდგომებს, პირიქით ორივე მეთოდი ერთად უფრო ეფექტურ შედეგებს იძლევა. რაც შეეხება დაავადებების რიგ შემთხვევებს მასთან მიმართებაში ფიტოთერაპია უალტერნატივოა და განსაკუთრებულად შედეგობრივი. ფიტოთერაპიით მკურნალობისას ხდება პაციენტისადმი კომპლექსური მიდგომა, რის საფუძველზეც ხდება ადამიანის ორგანიზმის გაწმენდა სხვადასხვა ტოქსინებისგან, შლაკებისგან, შემდგომ კი ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება და დაავადებების მიზეზების აღმოფხვრა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას პაციენტს ვუმკურნალოთ სწორედ და შედეგობრივად.
დღეს პაციენტებში ერთ ერთი აქტუალური პრობლემა ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებია, ჰეპატიტები, მეანგიომა, ღვიძლის გაცხიმოვნება და ასე შემდეგ. მრავალწლიანი დაკვირვებით შემუშავებული მაქვს ისეთი ფიტონაკრებები, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ღვიძლის დაავადებებს, წმენდს მას, აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს, აფერხებს და ხშირ შემთხვევაში აჩერებს ღვიძლის ციროზის და სიმსივნის განვითარების მაღალ რისკს.
ერთერთი აქტუალური პრობლემა ასევე გახლავთ ნერვოზი, რომლის ძირითადი ფორმებია ნევრასთენია, ისტერიული ნერვოზი, აკვიატებულ მდგომარეობათა ნერვოზი, ფობიური და ჰიპოქონდრიული ნერვოზები, ნევრასთენიული დეპრესია, შიშის ნერვოზი და სხვა. ამ დაავადებათა მრავალფეროვნება აბნევს პაციენტს და შედეგად ან ნერვოზს ბრალდება ყველაფერი ან ცალკეულ ორგანოებს. ამ შემთხვევაში პაციენტისადმი მიდგომა ძალიან საფრთხილოა , პირველ რიგში მკაცრად უნდო მოხდეს მისი დიფერენცირება თუ რისგანაა გამოწვეული ეს ნერვოზი, ცალკეული ორგანოების დაავადებებისგან თუ გარემო პირობებისგან და ამის მერე უნდა მოხდეს მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა. ანუ ჩვენ ერთობლივად უნდა ვუმკურნალოთ ცალკეულ დაავადებებს და ნერვულ სისტემას. დღეს სამედიცინო ბაზარზე არსებული მედიკამენტები მიმართულია მხოლოდ სიპტომების აღმოფხვრისკენ და არა მის მიზეზებისკენ შედეგად კი გარკვეული პერიოდის გავლის მერე ნერვოზი კვლავ იჩენს თავს. ფიტოტერაპიას კი აქვს უნიკალური გავლენა რათა კომპლექსურად შევძლოთ ადამიანის ორგანიზმის გამოჯანმრთელება.
ჩვენ მომავალ სტატიებში აუცილებლად შემოგთავაზებთ დაწვრილებით კონკრეტული დაავადებების მიმოხილვას და მათი ფიტოთერაპიულ მკურნალობას.
ნინო კავკასიძეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელ: 593 021 600. სატელეფონო კონსულტაცია გახლავთ უფასო.

CATEGORIES
TAGS
Share This