„ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, თავისებურად მიუდგეს პრობლემას“ -ეთერ კოზოლაშვილი
“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ივლისის თვეში დაგეგმილ ღონისძიებაზე ნომინაციაში „ლიდერი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში-2022“
წარმოგიდგენთ თავად ულამაზეს ქალბატონს, კოსმეტოლოგს, მედიცინის მუშაკსა და პედაგოგს ეთერ კოზოლაშვილს.
როგორც თავად ამბობს, მისთვის სასიამოვნოა, ემსახუროს სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს. ყოველი კმაყოფილი პაციენტი კი მისთვის ბედნიერების მომტანია.
„ქალის როლი მეტად მნიშვნელოვანია განათლებაში , მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აღიქმებოდა სუსტ სქესად, მისი ძლიერი მხარეებიც ჩანდა და აღიარებას ჰპოვებდა საუკუნეების მანძილზე.
ქალი არის ხელოვანი, პოლიტიკოსი, იურისტი, ექიმი, მოსამართლე და ა.შ. ქალი არის დედა და ოჯახის ძირი, საფუძველი. სწორედ იმიტომაა ქალი ძლიერი. მას აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი თავისებურად მიუდგეს პრობლემას, აქტიურად ეძებოს გადაჭრის გზები, პრობლემა აღმოფხვრას და გამჭრიახი გონებით სასურველ შედეგამდე მიიყვანოს საქმე.
ჩემთვის უმთავრესია ღირსება, ერთგულება, სიყვარული, წარმატება როგორც საქმიანობაში ასევე ცხოვრებაში.
სფერო, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის. აქედან გამომდინარე კარგად შემიძლია აღვიქვა თითოეული პაციენტის სურვილი და მდგომარეობა.“ – მიიჩნევს ის.
ქალბატონი ეთერი ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს, ურჩევს, რომ არ დანებდნენ!