ქართველმა ფეისფუქ მომხმარებელმა კორონა პანდემია ბიბლიურ არმაგედონს და ღვთის რისხვას შეადარა
ქართველმა ფეისფუქ მომხმარებელმა ედო დინუამ კორონა პანდემია ბიბლიურ არმაგედონს და ღვთის რისხვას შეეადარა
“მის ხორცს შეჭამენ” …
მსოფლიოში თვეებია რაც პანდემია მძვინვარებს, რომელიც ზუსტად არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.
ბიბლიურმა “ფერმიხდილმა ცხენმა”, რომელიც სასიკვდილო ჭირს განასახიერებს, “ჯირითს მოუმატა” და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად როგორ იზრდება დაღუპულთა რიცხვი. (გამოცხდ. 6:8)
“შავ ცხენზე” ამხედრებული მხედარი, რომელსაც შიმშილის მაუწყებელი “სასწორი” უჭირავს ხელში, მალე “ფერმიხდილ ცხენს” უკან მოიტოვებს და ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული შიმშილი მძიმე ტვირთად დააწვება ბევრ ქვეყნას (გამოცხდ. 6:5)
ამ დროს ფუფუნებაში მცხოვრები “დიდი ბაბილონი” და დამშეული მსოფლიო ერთმანეთის პირისპირ კიდევ ერთხელ აღმოჩნდება. (გამოცხდ. 18:7)
ღვთის ხალხი დიდი ხანია აკვირდება, მსოფლიო მოვლენებით თუ როგორ სრულდება მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება. ღვთის დიდი დღის დაწყებამდე ერთ-ერთი ბოლო ნიშანი, რომელიც უნდა შესრულდეს, მსოფლიო რელიგიების გასამართლებაა.
ზუსტად ღვთის სურვილით მოხდება, რომ “მხეცი” ანუ პოლიტიკური სისტემა, რელიგიას ანუ “დიდ ბაბილონს” გააჩანაგებს.
“ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ” (გამოცხ. 17:16)
ამ მოვლენას ღვთის დიდი დღის დაწყება მოჰყვება, რომელსაც ბიბლია არმაგედონს უწოდებს.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მის წინაშე განცხრომაში მყოფი “დიდი ბაბილონი”.
ჩნდება კითხვა : შეიძლება, ასეთ ვითარებაში “ბაბილონის” სიმდიდრე და განცხრომა მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს დამშეული “მხეცისთვის” ?
წიგნში, “გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!” ვკითხულობთ :
“დიდ ბაბილონს ვერც დიდძალი სიმდიდრე უშველის. შესაძლოა მან კიდეც დააჩქაროს მისი განადგურება. როგორც ხილვიდან ჩანს, როცა მხეცი და ათი რქა დიდ ბაბილონს თავიანთ რისხვას დაანთხევენ, მას სამეფო სამოსელსა და სამკაულებს შემოაძარცვავენ. ისინი გაძარცვავენ მას, გააშიშვლებენ, შეარცხვენენ და სააშკარაოზე გამოიტანენ მის საქმეებს. რა საშინელი აღსასრული ელის ბაბილონს! ეს განადგურება მართლაც სამარცხვინო იქნება. მხეცი და ათი რქა „მის ხორცს შეჭამენ“ და მისგან მხოლოდ ძვალიღა დარჩება, ბოლოს კი „ცეცხლში დაწვავენ“. მას დაწვავენ როგორც ჭირიანს და დამარხვასაც არ აღირსებენ. დიდი მეძავის განადგურებაში ათი რქით წარმოდგენილ ერებთან ერთად მხეცით წარმოდგენილი გაეროც ჩაერევა. ის იქნება ცრუ რელიგიის განადგურების ინიციატორი” ( გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა! თავი 35 აბზაცი 17)