ქართულ-ებრაული ურთიერთობის კიდევ ერთი მონაპოვარი.

 

შალომ კლუბ გურიის და მაშავის პროგრამების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ ინტერვიუს, კლუბის პრეზიდენტ ზაურ ოსეფაშვილთან.

ბატონო ზაურ, რას ეფუძნება ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობა, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მთელს მსოფლიოში?

ქართველთა და ებრაელთა მეგობრობას მართლაც არ ჰყავს ანალოგი. იგი უპირველესად ეფუძნება იმ სითბოსა და სიკეთეს რაც ებრაელმა ერმა თესა საქართველოში. ისინი ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ, შრომობდნენ და იბრძოდნენ. შემდეგ აღთქმულ მიწაზე წავიდნენ ყველაფერი აქ დატოვეს და ერთ ძაფზეც არ განუცხადებიათ პრეტენზია. ქართველებსაც თავის მხირვ ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდათ, რომ დღესაც დიდი სითბოთი და პატივისცემით იხსენებენ ამ ადამიანებს. ებრაელებსაც უდიდესი ნოსტალგია აქვთ საქართველოსადმი. ყოველთვის ცდილობენ დაეხმარების ხელი გამოუწოდონ დედობილ ქვეყანას,რომელსაც ისინი მოფერებით საქართველოს ეძახიან. ეს ყველას აკვირვებს და ყველასათვის მისაბაძია.

 როგორ დაარსდა შალომ კლუბი და რა არის “მაშავის პროგრამა”?

შალომ კლუბი დაარსდა2003წელს. მაშავის კურსდამთავრებულთა მიერ.,,მაშავ“-ი არის ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთასორისო თანამშრომლობის სააგენტო. მაშავს ისრაელში აქვს სასწავლო ცენტრები, სადაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. მათ შორის საქართველოდან. კვალიფიკაცია სხვადასხვა დროს აიმაღლა 1500 ზე მეტმა სხვადასხვა დარგის სპეციალისტმა. „მაშავ“-ი ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა სფეროში. სოფლის მეურნეობა,ჯანდაცვა,განათლება ადგილობრივი თვითმართველობა და სხვ. ნერგავს ისრაელის ინოვაციურ პროექტებს და ა.შ.

,,მაშავ საქართველოს“ ხელმძღვანელია ბატონი გიორგი ჟღენტი, სწორედ მისი დამსახურებაა ის რომ ეს  ორგანიზაცია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

რა არის შალომ კლუბის მთავარი მისია, რა პროექტებს ახორციელებს ის?

არასამთავრობო ორგანიზაცია ,, საქართველო შალომ კლუბი- გურია“ 18 წლისაა.იგი დაარსდა 2003წელს.კლუბის დამარსებლები და აქტიური წევრები არიან ისრაელის სასწავლო ცენტრების კურსდამთავრებულები და საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირები. მათ შორის  მაია კუტუბიძე,დათო შარაშიძე,აკაკი ყაჭეიშვილი,გოგი ტრაპაიძე,მანანა ძნელაძე,ვლადიმერ სიხარულიძე,ირაკლი ახობაძე,თამარ კეკელიძე,ავთანდილ ოსეფაიშვილი,პაატა ოსეფაიშვილი,ავთო ბერიშვილი,გოგი მამალაძე,შოთა ჩანტლაძე,ვანო გოგოლაშვილი,თემურ კალანდაძე .

კლუბს ყავს ასევე 100მდე ასოცირებული წევრი საქართველოში და საზღვარგარეთ;.კლუბს  ოფისი მდებარეობს ჩოხატაურში წერეთელის ქ.#1.

წარმომადგენლობა ქ.თბილისში,რომელსაც ვიცე პრეზიდენტი ნათია შათირიშვილი კლუბის

პრეზიდენტია ზაურ ოსეფაიშვილი.

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ,,MASHAV”, ისრაელის საელჩოსთან და საქართველოს ,,მაშავის“ ცენტრთან. ამ ორგანიზაციების ხელშეწყობით ისრაელის გამოცდილების გაზიარებით იგი საქართველოში(წყალტუბო,ვანი,ქუთაისი,გორი, ოზურგეთი,ჩოხატაური) ახორციელებს პროექტებს სოფლის მეურნეობის,ტურიზმის და შ.შ.მ. პირთა დახმარების კუთხით.

,,შალომ კლუბი “ აქტიურად მუშაობს ქართულ ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების განვითარებიათვის და ამ კუთხით ატარებს ღონისძიებებს საქართველოს რეგიონებში.  მათ შორის, ქართველ და ებრაელ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში,რომელიც, ყოველწლიურად ჩოხატაურში ტარდება  საერთაშორისო გახდა და მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი მოჭიდავეები  300 მდე ბავში . კონკურსი ,,ისრაელი ჩემი დედა სამშობლოა“.

ებრაული სიმღერის ფესტივალი და ა.შ.

სხვადასხვა დროს კლუბის წევრებმა  განახორციელეს პროექტები:

,,კერამიკის საამქრო ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში“

,,შ.შ.მ.პირთა მომსახურეობის ცენტრი ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში“.

,,უფასო სასადილოს გახსნის ხელშეწყობა გრ.ხანძთელის ეკლესიასთან“.

20 პიროვნებას  ებრაელმა პროფესორებმა ჩაუტარეს უფასო ოპერაციები თვალზე.

გურიის 5 სოფლის შეჭირვებულ  მოსახლეობას გადაეცა მერადი ტანსაცმელი.

,გაკეთდა ,,მინი სპორტული მოედანი სოფ.ბჟოლიეთში“.

,,საფეხმავლო ხიდები სოფ.ბჟოლიეთში,ხევში“

,,მარწყვის მინი პლანტაციები შ.შ.მ.პირთა და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ხევი კოხნარი“.

,,საფუტკრე რუტის სკებით ვანის მუნიციპალიტეტი.

,,მარწყვის პლანტაცია ღია გრუნტზე  ისრაელის ტექნოლოგიებით“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

ქუთაისის,ვანის და ჩოხატაურის საგანმანათლებლო ცენტრებს გადაეცათ ლენოვოს ფირმის ლეპტოპები შ.შ.მ. ბავშვებისათვის. ,,კლინიკა ,,ლოგომედი“- ისრაელში კვალიფიცირებული ექიმების მიერ.

კლუბის რეკომენდაციით ისრაელის საელჩოს დახმარებით, სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ისრაელში გაიგზავნა 20ზე მეტი  სპეციალისტი გურიიდან.

კლუბთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და მეგობრობენ:ისრაელის, ნორვეგიის, გერმანიის,სლოვაკეთის. საელჩოები.

,,შალომ კლუბის“ საქმიანობის შესახებ მასალები შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქზე  https://www.facebook.com/Georgia ShalomClub Guria და Salom club guria

 

 სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა  უმნიშვნელოვანესი ჰანუქას დღესასწაული, რა დატვირთვა აქვს მას ებრაელი ხალხისათვის და  როგორ აღნიშნავთ  მას საქართველოში ?

ხანუქა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია. ძვ.წ. აღ. მეორე საუკუნეში, როდესაც ებრაელები ბერძნების წინააღმდეგ აჯანყდნენ და იერუსალიმის ტაძარი დაიბრუნეს, ტაძარი წაბილწული დახვდათ, ყველაფერი გატანილი იყო და კერპები იდგა. ებრაელებს სურდათ დაენთოთ ოქროს მენორა სასანთლე, მაგრამ ამისთვის სპეციალური წესით დამზადებული ზეთი იყო საჭირო. ტაძარში მხოლოდ პატარა ქილა ზეთი მოიძებნა, რომელიც ერთი დღისთვისაც კი არ იყო სამყოფი. მაინც ჩაასხეს სასანთლეში და დაანთეს. ახალი ზეთის გამოხდას კი რვა დღე დასჭირდა. სასწაული კი ის იყო, რომ ერთი დღის სამყოფი ზეთი, ზუსტად რვა დღე იწვოდა.

 

პირველი სანთელი აუცილებლად სინაგოგაში უნდა აინთოს თუ სახლშიც შეიძლება ? 

ხანუქას პირველი სანთლის ანთების რიტუალს საქართველოს მთავარ სინაგოგაში  ებრაელებთან ერთად ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ხანუქას პირველი სანთლის ანთების რიტუალს წელს ქვეყნის პრემიერი,  ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ხანუქას სანთლებს ანთებენ ებრაელები ოჯახებში.პირველ სანთელს ოჯახის უფროსი ანთებს. ებრაელთა საპატივცემულოდ შალომ კლუბის წევრები ყოველ წელს ვიკრიბებით და ვანთებთ ხანუქას სანთელს. თუმცა ყველა ქრისტიანები ვართ. უბრალოდ პატივს ვცემთ ჩვენი ებრაელი მეგობრების რწმენას და ტრადიციებს.

პირველი სანთელი სინაგოგაში ინთება. პანდემიის დროს როცა სინაგოგაში შეკრება არ შეიძლება სახლში ანთებენ სანთლებს.

 

 

 ქართველი ებრაელები გამოირჩევიან თავიანთი პატრიოტიზმით(საქართველოსთან მიმართებაში) და ქართული ენის სიყვარულით, თქვენთვის რას ნიშნავს სიტყვა – საქართველო?

ქართველ ებრაელებს საქართველო ძალიან უყვართ. ოდიდგანვე ქართველებთან ერთად იბრძოდნენ საქართველოსათვის.დღესაც ასეა. დღესაც ასეა უხარიათ საქართველოს წარმატებები, განიცდიან თუ რამე ისე ვერ არის. ყველასაგან განსხვაებული საოცარი ერია.მე ქართველი მართმალმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ჩემთვის საქართველო ყველაფერია. მე საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელს ვცემ პატივს. მაგრამ ერთი კი მინდა ვთქვა ებრაელისთანა საქართველოს მოყვარული არც ერთი არ არის. ებრაელებმა ეს ბევრჯერ დაამტკიცეს. ქართველებიც ამ სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობენ.

 

დასასრულს გკითხვათ, დღეს როცა ყველა ღირებულება გადაფასების  წნეხშია მოქცეული,  თქვენი აზრით რამ განაპირობა ჩვენი ერების ასეთი ურყევი მეგობრობა?

ქართველები და ებრაელები 26  საუკუნე ერთად ცხოვრებდნენ. ამ პერიოდის მანძილზე რამდენჯერმე შემოვიდნენ ებრაელები საქართველოში და ქართველებმა ისინი ყოველთვის კარგად მიიღეს. ებრაელებიც თავის მხრივ უფასებედნენ ამ დამოკიდებულებას და მშვიდობით მეგობრულად ცხოვრობდნენ. თუმცა ამ ფენომენს ვერავინ ვერ ხსნის, ალბათ ამიტომ არის ეს ურთიერთობა მსოფლიოში სამაგალითო, ამიტომ არის ფენომენი,  ამოუხსნელი და საკვირველი.

 

 

 

CATEGORIES
Share This