ცნობილი ქართველი რომელმაც თვითმფრინავები შექმნა – ეს ალექსანდრე ქართველიშვილია

ცნობილი ქართველი რომელმაც თვითმფრინავები შექმნა – ეს ალექსანდრე ქართველიშვილია

რეალინფო იწყებს ახალ რუბრიკას ,,ისტორიული ქართველები” , ქართველ გენიალურ ადამიანებზე, რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული აზროვნების, კულტურის, მეობის , ისტორიის შექმნაში.

საინფორმაციო პორტალი ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყოველ ორშაბათს შეულამაზებლად შემოგთავაზებთ ლეგენდად ქცეული პიროვნებების ბიოგრაფიებს.

გთავაზობთ ალექსანდრე ქართველიშვილის ბიოგრაფიას.

ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1922 წელს დაამთვარა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 19221927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების „Bernard“ და „Ferbois“ შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი.

1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში „Fokker American Company“1931 წელს იგი შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო და იყო იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაციის „Seversky Aircraft Corporation“ პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი. 1939 წელს მას შეეცვალა სახელი და ეწოდა „Republic Aviation Company“. ქართველიშვილი იყო ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები როგორიც არის F-84 ThunderjetRepublic F-105 და Republic F-84.

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

ალექსანდე ქართველიშვილი გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში.

სამხედრო განათლების დასასრულებლად ალექსანდრე პარიზში გაგზავნეს. ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დარჩენილმა აეროკლუბის დამთავრების შემდეგ უმაღლესი საავიაციო სასწავლებლის საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

ალექსანდრე ქართველიშვილმა საფრანგეთში აიხდინა ბავშობის ოცნება გამხდარიყო ახალი დარგის ავიათმშენებლის სპეციალისტი. ქართველიშვილი აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას მაგრამ საქართველოში დამყარებულმა ბოლშევიკურმა წყობამ აიძულა საფრანგეთში დარჩენილიყო.

მის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მილიონერ ჩარლზ ლევინთან დაახლოება, მათ ერთად შეიმუშავეს პროექტი რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დაუჯდომლად ჩაფრინდებოდა პარიზიდან ნიო-ორკში. სწორედ ამ პროექტის დახმარებით მოხვდა ის ამერიკაში. ამერიკაში 1941 წელს ცოლად შეირთო თავისი მდივანი ჯეინ როგინსონი. შვილები არ ჰყოლიათ.

თვითმფრინავებმა რომელსაც “uncle sam” ერქვა ცხრა საცდელი ფრენა გააკეთა, მაგრამ, იგი ძალიან მძიმე იყო, ხოლო მოტორები რომელიც ლევილმა შეიძინა არ შეესაბამებოდა პროპორციებს. ამით დასრულდა მათი ურთიერთობა.

ქართველიშვილს ამერიკაში  ცხოვრება ძალიან გაუჭირდა ამიტომ თავი რომ გაეტნა მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად ასევე გვიდა ეზოებს.

Picture

​1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილ კორპორაცია “seversky aircraft company”-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწრედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის გამანადგურებლის წინამორბედად. მის კორპორაციაში შექმნილმა მოდელებმა ამფიბია “sev-3” მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

Picture


ორადგილიან p-35 სამხედრო მანქანად გადაკეთებულმა პოპულარობა მოიპოვა სამხედრო მფრინავთა შორის, იგი დიდ პარტიებად შეიძინა შვეიცარიამ, იაპონიამ, ჩინეთმა და ქართველიშვილს აღიარება მოუტანა.

1938 წელს კორპორაციის ხემძღვანელობაზე სევერსკიმ უარი თქვა. კორპორაცია გადაკეთდა “Republic avia-corporation” და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინერად დაინიშნა ალექსანდრე ქართველიშვილი.

1939 წელს კი ახალი გამანადგურებლის დაპროექტება დაწყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს თავდაცვის სამინისტროს 1940 წლის კონტრაქტით ქართველიშვილმა შექმნა გამანადგურებელი P-47 “მეხთამფრქვევი”, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ თვითმფრინავებს. ამერიკის ავიაციის ისტორიის კუთვნილება ქართველიშვილის მიერ შექმნილი თვითმფრინავები:მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმატება ხვდა, ატომური ბომბით აღჭურვილ რეაქტიულ გამანადგურებელს F-84. ასევე F-105 რომლითაც სენატორი ჯონ მაქქეინი ვიეტნამის ომის დროს დაფრინავდა.

აღსანიშნავია რომ ქართველიშვილზე ინფორმაციის მოძიება ძალიან რთული იყო რადგან იგი გასაიდუმლოებულ პროექტებზე მუშაობდა ამერიკაში. ამის გამო მისი ცხოვრება არ იყო ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი.

ალექსანდრე ქართველიშვილს თითქმის არ უცხოვრია საქართველოში მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მთელი ცხოვრება საქართველოს სიყვარულში გაატარა. მან ზეპირად იცოდა “ვეფხისტყაოსანი”.

ის მთელი ცხოვრება ქართული საზოგადოების წევრი გახლდათ რის გამოც რამდენჯრემე პრობლემაც შეექმნა.მაგრამ მაინც ბოლომდე დარჩა ამ საზოგადოების წევრად და საწევროსაც იხდიდა. თუმცა, აკრძალვის გამო შეკრებებს ვერ ესწრებოდა.

“გამანადგურებლის მეფის” ქართველიშვილის სახელი შეტანილი იყო წიგნში “who is who”.  იყო ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო დირექტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა და მრავალი საზოგადოების წევრი. ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ქართულ-კავკასიური საზოგადოების “ალავერდის” წევრობა, სადაც თანამემამულეებთან და კავკასიელებთან ჰქონდა ურთიერთობა.

თვითმფრინავის შექმნისას ქართველიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის აეროდინამიკას  და გარეგნულ, ესთეტიურ მხარეს. ალექსანდრე პენსიაზე გასვლის შემდეგაც მუშაობდა თავის კომპანიაში. იგი იყო ამერიკის ნაციონალური აერონავტული ასოციაციის წევრი, საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და სხვა საავიაციო ორგანიზაციების წევრი, მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი.მან უცხო ქვეყანაში საკუთარ წარმომავლობაზე გაამახვილა  განსაკუთრებული ყურადღება და სახელად ალექსანდრე ქართველი დაირქვა. ალექსანდრე  ქართველი   გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ იორკში.  და მისი საფლავი 30 წლის შემდეგ პირველმა ქართველმა  რამაზ ბლუაშილმა მოინახულა. ნიუ-ორკში, მუზეუმად ქცეულ მდინარე ჰუძონის ყურეში დგანან 50-60-იან წლების თვითმფრინავები, ვერტმფრენები და საომარი საჭურველი, მათ შორის რეაქტიული ზებგერითი “Republik” F-84 “მეხათმფრქვევი”, როგორც ამერიკული გამანადგურებლების ქართველი მამის- ალექსანდრე ქართველის ძეგლი.

რამაზ ბლუაშვილი გვიყვება: “სამი წლის წინ დეტრიოიტის ავიაშოუზე გავიცანი პიროვნება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც თავის დროზე ქართველიშვილის მიერ შექმნილი P47-ით დაფრინავდა. მე ვკითხე თუ რა იცოდა თვითმფრინავის შემქმნელის შესახებ, რაზეც მიპასუხა რომ მისი ავტორი რუსი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი იყო. ძალიან შევწუხდი და ავუხსენი რომ ქართველიშვილი რუსი კი არა, ქართველი იყო.ქართველიშვილი ერთადერთხელ ყოლია ნანახი 1962 წელს მაგრამ ამ თვითმფრინავზე მეტად არაფერი ჰყვარებია.

ძალიან გაუხარდა რომ ის საქართველოდან ყოფილა.”

რეჟისორ-მკვლევარ, რამაზ ბლუაშვილთან შეხვედრა რომ არა ბევრს ვერაფერს გავიგებდით დიდი ქართველის(მას დღემდე ასე მოიხსენიებენ ნასასა და ამერიკულ სამხედრო ელიტაში) შესახებ, რადგან მას შთამომავლობა არ დარჩენია. “სამი წლის წინ დეტრიოიტის ავიაშოუზე გავიცანი პიროვნება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც თავის დროზე ქართველიშვილის მიერ შექმნილი P47-ით დაფრინავდა. მე ვკითხე თუ რა იცოდა თვითმფრინავის შემქმნელის შესახებ, რაზეც მიპასუხა რომ მისი ავტორი რუსი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი იყო. ძალიან შევწუხდი და ავუხსენი რომ ქართველიშვილი რუსი კი არა, ქართველი იყო.ქართველიშვილი ერთადერთხელ ყოლია ნანახი 1962 წელს მაგრამ ამ თვითმფრინავზე მეტად არაფერი ჰყვარებია.
ძალიან გაუხარდა რომ ის საქართველოდან ყოფილა.

გამოყენებულია საიტი emigrantebi.ge მასალა.

CATEGORIES
TAGS
Share This