,,ცოლის უფლებებზე შეურაცმყოფელი სიტყვებით არ მისაუბრია“ – გიორგი წერეთელი

,,ცოლის უფლებებზე შეურაცმყოფელი სიტყვებით არ მისაუბრია“ – გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი სოციალურ ქსელში მისი სახელით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და აცხადევს , რომ მას მსგავსი სიტყვები არ უთქვია.   ერთ ერთ გადაცემაში სტუმრობისას წამყვანის კითხვაზე პასუხს გიორგის მხრიდან  არასწორი ინტერპრენტაცია მისცეს და როგორც ჩანს,,ბოტებმა“ გიორგის ნტიპიარისთვის გამოიყენეს.     წერეთელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გენდერული თანასწორებისმომხრეა და კაცმა ცოლს არ უნდა უღალატოს.  გიორგი წერეთელი: ,,გავრცელებული ინფორმაცია, სადაც გამოყენებულია ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები და საუბრობენ, რომ კაცს შეუძლია ნებისმიერ დროს უღალატოს ცოლს, არის ტყუილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ცოლის უფლებებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არ მისაუბრია. ცრუ ტექსტის ავტორის პასუხი, ერთ-ერთ გადაცემაში ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარია, სადაც აღნიშნულ ტექსტთან დაკავშირებით არაა საუბარი. განზრახ მოხდა მკითხველის შეცდომაში შეყვანა. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა.”

CATEGORIES
TAGS
Share This