წარმოგიდგენთ ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის საერთაშორისო, მასშტაბურ პროექტს – ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონებისთვის.

წარმოგიდგენთ ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის საერთაშორისო, მასშტაბურ პროექტს – ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონებისთვის.

შეთავაზება ლიდერ ქალთა საზოგადოების ქალბატონებისთვის!

წარმოგიდგენთ ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის საერთაშორისო, მასშტაბურ პროექტს – ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონებისთვის.

„ქალები ერთმანეთისთვის – გაუზიარე გამოცდილება!“

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს ცოდნისა და განათლების გაზიარება!

პროექტის მიზანია ქვეყანაში განათლების ინკლუზიურად გავრცელების პროცესის ხელშეწყობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

რას გთავაზობთ ეს პროექტი:

ვიწვევთ ჩვენი ორგანიზაციის ქალბატონებს  და დაინტერესებულ პირებს ამ ტრენინგ-პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ჩვენი ორგანიზაციის წევრები გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შეხედულებებს შესაბამის დაინტერესებულ პირებს.

ტრენერებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ტრენინგი ბიდისი აკადემიასთან თანამშრომლობით. ტრენინგების თემატიკა შეიძლება განსხვავდებოდეს და სხვადასხვა პრაქტიკული ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას გულისხმობდეს.

ტრენერებს შეუძლიათ ფოკუსირება როგორც კონკრეტულ თემაზე, ასევე  სხვადასხვა სფეროს მოდულების ინტეგრირება.

ბიდისის აკადემია უზრუნველყოფს საჭირო რესურსებს, მათ შორის სივრცეს ტრენინგისთვის.

როგორც მენტორს, ასევე მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები!

ველით თქვენს აქტიურობას!

 

ვის შეეძლება დასწრება ზემოაღნიშნულ ტრენინგებზე?

  • ბიდისი აკადემიის სტუდენტებს;
  • „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრებს;
  • ნებისმიერ დაინტერესებულ, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე პირს, ვინც გაივლის რეგისტრაციას.

 

ეს პროექტი წარმოადგენს ღირებულ შესაძლებლობას როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტრენერებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააზიარონ თავიანთი გამოცდილება. ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია გაიღრმავოს ცოდნა კონკრეტული მიმართულებით.

 

რას შეიძენენ ტრენერები:

 

– პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნის გაღრმავება/გაზიარება;

– მენტორობის შესაძლებლობა;

-პოტენციური მომხმარებლები;

-თავისი თავისა და საქმიანობის რეკლამა/პრეზენტირება;

– მაქსიმალური კომფორტი – ზედამხედველობა, მენტორობა და ხელმძღვანელობა ვაკო ყორღანაშვილის მიერ, რომელიც ტრენერს დაეხმარება ნებისმიერ საორგანიზაციო საკითხებში.

 

რა ფორმატით ჩატარდება ტრენინგები?

ტრენინგის ხანგრძლივობა გათვალისწინებულია 2-3 საათი, ტრენინგის დრო დაზუსტდება შეთანხმებით ;

ტრენინგი ჩატარდება ბიდისი აკადემიის მიერ გამოყოფილ აუდიტორიაში.

ტრენინგი იქნება ინტერაქტიული.

 

როდის ჩატარდება ტრენინგები?

ტრენინგი დაიგეგმება ინდივიდუალურად, სასწავლებელსა და ტრენერს შორის შეთანხმებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით.

 

რეგისტრაცია და შერჩევა:

 

დაინტერესებულ მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირება სარეგისტრაციო ფორმის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

სარეგისტრაციო ბმული:

https://forms.gle/sDV3xUbdfgau9Nyj9

 

ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში!

 

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს ჩართულობას ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისა და წინსვლის ამ მნიშვნელოვან პროექტში!

CATEGORIES
Share This