19 წლის მხატვარი ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს მიიღებს

19 წლის მხატვარი ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს მიიღებს

წელს უკვე მეექვსედ საქართველოს წარმატებული ადამინების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 გაიმართება, სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ტრადიციულად პროექტის ხმის მიმცემი ბორდი 55 წარმატებულ ადამიანს დაუჭერს მხარს.  2013 წლიდან დღემდდ პროექტს ისეთი ბუმბერაზი ადამიანები ყავს დაჯილდოებული როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, მარიკო კვალიაშვილი, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი და სხვები. სწორედ ამიტომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტომ პროექტს კატწგორია ისტორიული მიანიჭა. პერსონა 2020 ის ნომინანტწბის გამოვლენა უკვე დაიწყოდა ერთ ერთი მათგანი ახალგაზრდა უნიჭიერესი მხატვარი გიორგი მაისურაძე გახლავთ. დღეს პერსონას ოფიციალურ გვერდზე მის შესახებ მონაცემები გათავსდა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ!
ახალგაზრდა შემოქმედებით , ხელოვან ადამიანს გიორგი მაისურაძეს
პერსონა 2020 ტიტულზე – წლის ახალგაზრდა ხელოვანი პერსონა -ხელოვნების განვითარებისთვის.
მის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი მისივე ნახატებმა გამოიწვია , ამ, დარგის ავტორიტეტული ექსპერტეების შეფასებით მას ხატვის კუთხით წინ უდიდესი მომავალი ელის.
განათლება – 2019-ქალაქ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წმინდა არქიტექტურის I კურსი.
-სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS
მიღებული აქვს “სმკ 2018”-ზე დელეგატობის სერტიფიკატი; “ჰეგემონი 2018”-ში დელეგატობის სერტიფიკატი; “დამფუძნებელ 2018”-ში დელეგატობის სერტიფიკატი;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხელოვნების სკოლის (გიმნაზია) დამთავრების მოწმობა-2016(სპეც. ვიოლინო, სოლფეჯიო, მუს.ლიტერატურა, სავ.ანსამბლი, სავ.ფ-ნო);
ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსკის VIII რესპუბლიკურ ფესტივალში “იპოვე შენ ვარსკვლავი” მონაწილეობისათვის და საშემსრულებლო ოსტატობისთვის დიპლომი-2015
ღია ფოლკლორული ფესტივალი-კონკურსი “ყური უგდე საქართველოს” დიპლომი-2015(II ტურში წარმატებული გამოსვლისა და ქართული ფოლკლორის სრულყოფა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის)
ღია ფოლკლორული ფესტივალ-კონკურსი “ყური უგდე საქართველოს” დიპლომი-2015(I ტურში წარმატებული გამოსვლისა და ქართული ფოლკლორის სრულყოფა-განვითრების შეტანილი წვლილისათვის) თბილისის მერია, ხელოვნების სკოლის (გიმნაზია) დამთავრების მოწმობა-2014(სპეც. გიტარა, სოლფეჯიო, მუს.ლიტერატურა, გუნდი);
სკოლის განახლებული ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშრებით მოწყობილ ლიტერატურულ საღამოში-”უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა”-მონაწლეობისთვის სიგელი-2014.


გიორგი მაისურაძე : ,,2წლის ასაკში აღებული ფანქარი დღემდე მიკვალავს გზას მომავლისა და პერსპექტიული მოღვაწეობის. ოჯახში ხელოვნების მრავალი გარემოება შეიმჩნეოდა: მხატვრობა, სკულპტურა, ფერწერა, მუსიკალური განათლება, რამაც ჩემში დიდი ადგილი დაიკავა. მახსოვს 4 – წლის ასაკში ბებიაჩემის სურვილით შემიყვანეს ვიოლინოზე, რომელმაც გამიხსნა კარები სხვა ინსტრუმენტების შესწავლისა.ბაბუაჩემის თვითნასწავლობამ კი მეტი სტიმული და შემართება მომცა მუსიკის სფეროში. ვიოლინოს დაემატა ფორტეპიანო, ფორტეპიანოს-გიტარა(როგორც კლასიკური და აკუსტიკური, ასევე ელექტროც) შემდეგ ხალხური ინსტრუმენტების შესწავლამ უფრო გამიღვივა ხელოვნებისადმი უთვალავი ყურადღების მიქცევა. ამავდროულად მუსიკალური ცოდნის მიღებას მცირე ჩანახატები, სახასიათო ნიშნის მქონე პორტრეტები და ემოციური ფერწერა დაემატა. ღრმა ბავშვობაში ხატვით გატაცებულს მშობლებმა პლასტელინი მომიტანეს. სივრცულ ფიგურებს გარკვეული მასშტაბი ეჭირა ჩემს მოღვაწეობაში, თუმცა მაშინ მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ საყვარელი საქმის კეთება ასეთი დაფასებულია.

ხელოვნების ლიტერატურის შესწავლით დღემდე მცირე ნაბიჯებით დინჯად მივაბიჯებ შედეგისკენ. სხვადასხვა გარემოებამ შემიცვალა გემოვნება, დავიწყე ბენდში დაკვრა, გავიცანი ნიჭიერი ახალგაზრდები და ნელნელა კოლექტივის საუბარმა აღმაფრთოვანა. ვიპოვე ხალხი, რომელთანაც აუცილებელია ინტერესების გაცვლა. კლასიკურ და ფოლკლორულ მუსიკას დაემატა სხვა ჟანრები, როგორიცაა: ჯაზი, ბლუზი, მეტალი, როკი,
პროგრესივი, ფანკი და ა.შ.
ფანქარმა შემიცვალა აზროვნება და მცირე ექსპერიმენტებით უფრო ვავარჯიშებდი როგორც გონებას, ასევე ფართომასშტაბურ ხედვას. ავიღე სხვადასხვა მასალა და დავწყე ხატვა, შემდეგ გავაერთიანე, დავშალე. ანალიტიკური დაკვირვებების შემდგომ გამიჩნდა სურვილი უფრო მეტი მასალა შემემცნო. ლიტერატურიდან მოძიებული ინფორმაციით შევისწავლე უძველესი ხერხები. შერეულ ტექნიკას დაემატა მაჯის მოძრაობის ცვლა, ფანქარს ზოგჯერ სეპია ცვლიდა, ზოგჯერ ფუნჯი, ზოგჯერ კი თვით ხელები. ბუხარში მოძებნლ ნაშირს რა შეცვლის, ფხვიერი და მუქი ფერი უფრო მეტ თავდაჯერებულობას გმატებს ხატვისას. ამავდროულად ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა პიროვნება რომელმაც უფრო შემაყვარა მხატვრობა როგორც მცნება და როგორც ცხოვრების ნაწილი. დამანახა რა განსხვავებაა მხატვრობასა და გართობას შორის. უდიდესი წვლილის შეტანით ჩემს ცხოვრებაში ამ ადამიანებმა ყოველ ნახატში გაიღვძეს თუნდაც იმ ნახატებში მათი არც პორტრეტი და არც მინიშნება არ ყოფილა. კარანტინმა კი ახალი კარები გამიღო, როგორც ლიტერატურული ასევე ფერწერული. დავაგროვე მასალები და დავიწყე ახალ ჟანრში მუშაობა. ყველაზე ჯანსაღი რაც კი ხელოვანს გააჩნია ალბათ პროცესია, რომელსაც თვითონ ვერ იმახსოვრებ, თუმცა სხვაც არ უნდა მონაწილეობდეს. სახელოსნოა თუ სტუდია იქ არ უნდა იყოს ზედმეტი პირი რომელიც თვალს ან ხელს რაიმეს შეახებს.
აუხსნელი საყვარელი საქმიანობა მაქვს რომელსაც ალბათ არც სჭირდება სიტყვების შეხამება. ამჟამად არქიტექტურის სტუდენტი მრავალ მხრივ ვცდილობ გავაფართოვო ჩემი განათლება და არაფერი არ არსებობს ისეთი ძლიერი, რომელიც შეცვლის ჩემს კურსს.

CATEGORIES
TAGS
Share This