326 კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა საქართველოში

326 კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 გადის.

„კოვიდსასტუმროში“ მყოფი ადამიანების რაოდენობა 1000 შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 36 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

CATEGORIES
Share This