ქართველმა ექიმა კარანტინში გოგოს გაშიშვლება სთხოვა
შესაძლოა, კარანტინის პირობებში საქართველოში ქალის მიმართ ძალადობის ფაქტი გამოვლინდეს.
სექსუალურ შევიწროებაში ექიმს გოგო სდებს ბრალს. შემთხვევის დეტალებზე ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი საუბრობს. ბაია პატარაიას თქმით, კარანტინში მყოფ ახალგაზრდა ქალს ექიმი ფიზიკურად შეეხო, მაშინ, როდესაც პაციენტს ფილტვების მოსმენის მიზნით გაშიშვლება სთხოვა.
საკითხს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი.
ბაია პატარაია მოითხოვს ჯანდაცვის სამინისტრომ და სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაიწყოს საკითხზე მოკვლევა და ექიმი ჩამოაცილონ საქმიანობას.
“მოგვიანებით ომბუდსმენი ჩაერთო საქმეში და მან სასწრაფო წესით დაიწყო საქმის შესწავლა. ექიმიც გამოკითხეს და მანვე დაადასტურა ამ ქალის ასეთი სახით გასინჯვის ფაქტი,”- განაცხადა ბაია პატარაიამ.
CATEGORIES საზოგადოება
TAGS კარანტინი