უფასო სასერთიფიკატო კურსები ემიგრანტთა ოჯახებისთვის ბი დი სი აკადემიისგან – სოციალური პასუხისმგებლობა
ემიგრანტთა სახლი , ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი – სთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტთა ოჯახების წევრებისთვის , ასევე იმ ემიგრანტებისთვის რომელთა სამსახურიც შეეწირა მსოფლიო კორონა ვირუსით გამოწვეულ პანდემიას და დაბრუნდნენ საქართველოში იწყებს სოციალურ პროექტს ,,ისწავლე და დასაქმდი“.
პროექტის ფარგლებში მსურველები უფასოდ გაივლიან მოკლევადიან გადამზადების ან სასწავლო სასერთიფიკატო კურს პროფესიული მიმართულებით და რეკომენდაცია გაეწევათ ბი დი სი – ის პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების თვალსაზრისით. მსურველთა მიღება იწარმოებს შემდეგ კურსებზე : საექთნო საქმე, ბუღალტერია, ფარმაცია, კულინარია, საკონდიტრო, კოსმეტოლოგია, ტურიზმის ადმინისტრირება და სხვა.
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლების კურსი გაიარონ აკადემიის სამივე ფილისლში თბილისი, გორი და ქუთაისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე 593 25 25 08
ემიგრანტთა სახლი და ბიდი სი აკადემია გისურვებთ ჯამრთელობას
პატივისცემით ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი – ის დირექტორი ნათია შათირიშვილი.