“-ექიმები “პანიკებს” თესავენ, იწყევლებიან, გვაშინებენ, ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის!!” -გამოაცხადეთ სრული კარანტინი – ირმა სოხაძე

“-ექიმები “პანიკებს” თესავენ, იწყევლებიან, გვაშინებენ, ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის!!” -გამოაცხადეთ სრული კარანტინი – ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ სრული კარანტინი გამოაცხადონ. მისი თქმით ნაწილობრივ შეზღუდვებს საზოგადოება არ ემორჩილება.  relinfo.ge გთავაზობთ ქართული ესტრადის ვარსკვლავის მიმართვას.

ირმა სოხაძე: ,,მთავრობა ვალდებულია, ჩვენი სიცოცხლის უფლება დაიცვას. მკაცრად, კანონის სრული აღსრულებით.

ეკლესიას, მინდა მჯეროდეს, მართლა, არ ესმის, რასთან გვაქვს საქმე.
“-ექიმები “პანიკებს” თესავენ, იწყევლებიან, გვაშინებენ, ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის!!” –
ღვთისმსახურები როგორც ჩანს, მართლა ვერ აცნობიერებენ, რომ ახლა მათ არავინ ებრძვის, ახლა ერთადერთი, საყოველთაო ბრძოლა გვაქვს, ბრძოლა უბედურებასთან, რომელსაც კორონა ჰქვია! და რომ ქვეყანაში ფორსმაჟორია! უფრო სწორად, მთელ მსოფლიოში!!! სასწორზეა ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ერის და ქვეყნის არსებობა!

და ვინაიდან ამხელა, მართლა ეგზისტენციალური პრობლემის გადაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფაქტობრივად, მხოლოდ მრევლის კეთილგონიერებაზე იყოს დამოკიდებული, ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით, მთავრობამ უნდა მიიღოს მკაფიო გადაწყვეტილება და რამდენიმე დღით სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ

გამოაცხადოს სრული კარანტინი.

ნახევარზომები უკვე დამღუპველია!
ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, ნუ გაგვიცრუებთ მას!“

CATEGORIES
TAGS
Share This